მამარდაშვილი უშეცდომო იყო, "ვალენსია" დამარცხდა და "ბარსელონასთან" მატჩი ელის

AutoSharing Option
ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალავესთან“ 1:2 დამარცხდა, რომელმაც ნოემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე მატჩი ჩაატარა და ურიგოდ არ გაისარჯა. პირველ ტაიმში მან ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გაშვებული გოლი კი მისი ბრალი არ იყო - ხოსელუს დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ლუმმა დააასწრო.

მე-60 წუთზე გედეშმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი უკვე სტუმართა კარში დაინიშნა და ხოსელუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ გასვლაზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 30 ქულით მე-12
ადგილზეა და 20 თებერვალს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა". 12 845 მაყურებელი
ალავესი - ვალენსია 2:1
გოლი: 1:0 ლუმი (14), 1:1 გედეში (62, პენ), 2:1 ხოსელუ (76)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბორდალასს ჭკვიანი კაცის სათვალე უკეთია,თან ჯიგარია გიორგის რო კარგად ექცევა,მაგრამ ასე მგონია ამ ვალენსიას ბევრად მეტი ქულის დაგროვება შეეძლო-შემადგენლობიდან გამომდინარე.
როგორც ვაისმა გააჩუქა ქულები ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაზე ზუსტად ისე აჩუქებს.
Levani
21:18 13-02-2022
2
რა თქმა უნდა მამარდა უშეცდომო იყო აქ ორი აზრი არაა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი მოკრძალებულად, როცა ამხელა გაბარიტები გაქ იქნებ 11 მეტრიანზე ჯობია დარტყმას დაელოდო და მერე ირეაგირო ვიდრე წინასწარ აირჩიო კუთხე? თუმცა თერთმეტმეტრიანის გაშვებაში დედამიწის ზურგზე ვერცერთ მეკარეს ვერავინ დაადანაშაულებს.
ტტტ
19:53 13-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული