"ჰამბურგს" ჩაკვეტაძის კონტრაქტის გამოსყიდვა 2 მილიონი დაუჯდება - voetbalnieuw-ი ამტკიცებდა, რომ დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდებოდა

AutoSharing Option
ფეხბურთელისთვის გარემოს და გუნდში არსებულ ატმოსფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც საკუთარ თავზე გიორგი ჩაკვეტაძემ გამოსცადა, რომელიც "გენტის" მთავარი იმედი იყო, მაგრამ ტრავმების შემდეგ სათანადოდ დაბრუნება ვერ შეძლო და როგორც ჩანს, განსაკუთრებით ამაში არც დაეხმარენ.  ბელგიური voetbalnieuw-ი წერდა, რომ ქართველს ახალი დამსაქმებლის პოვნა გაუჭირდებოდა. არ გაუჭირდა - გერმანიის ერთ-ერთმა სახელოვანმა გუნდმა "ჰამბურგმა" იჯარით აიყვანა და თითქოს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა.


ის HSV-ში ჩინებულად მიიღეს და თავი თავიდანვე შინაურად იგრძნო, გულშემატკივრებიც ემადლიერებიან და პრესაც აქებს. fr.de აღნიშნავს, ტიმ ვალტერის გუნდი ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ეიფორიაშია, ზამთარში გაძლიერება მხოლოდ გიორგითი მოახერხა და თუ ბუნდესლიგაში დაბრუნდნენ, "ჩაკვეს" კონტრაქტის გამოსყიდვა საკმაოდ ძვირი, 2 მილიონი ევრო შეიძლება დაუჯდეთ.

კლუბის საიტმა ჩვენებურს წერილი მიუძღვნა:

"ჰაიდენჰაიმთან" მატჩში "სახალხო პარკზე" ჩაკვეტაძის საშინაო დებიუტი შედგა და ის ადვილად შეერწყა გუნდს. დასავლეთის ტრიბუნაზე ახალწვეულის მაისური 5 გულშემატკივარს ეცვა და საქართველოს დროშაც ფრიალებდა.

"მწვრთნელი ძალიან მიწყობს ხელს. შესანიშნავი ფეხბურთელები და გუნდი გვყავს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ", - ამბობს ნახევარმცველი, რომელიც თანდათან თავისი თამაშით თვითდაჯერებული უნდა გახდეს. "გენტში" წარსულ დროსა და იმაზე, თუ რა შეიძლება ზაფხულში მოხდეს, საუბარი არ უნდა.

"პირველად ვითამაშე სახლში ჩვენი ფანების წინაშე. ეს ძალიან ლამაზი იყო. რაც მთავარია, 3 ქულა მოვიპოვეთ. გუშინ 25 წუთი ვითამაშე, შემდეგ შეხვედრაში შეიძლება 35 წუთი მომიწიოს ასპარეზობა", - ის მიზნად მხოლოდ მოკლევადიან ამოცანებს ისახავს. ისევე როგორც HSV და მწვრთნელი. "განვითარება არასოდეს არ ჩერდება. ბიჭებს შეუძლიათ ამის შესახებ ყოველდღე რაღაც ახალი გაიგონ. კარგია, რომ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ასეთ მზადყოფნას ავლენენ. თუ ასეთივე ჟინით გავაგრძელებთ თამაშს, ვნახოთ ეს როგორ წარმოჩნდება მომავალ კვირაში სანდჰაუზენში", - განაცხადა ვალტერმა.

უცნობია, იქნებიან თუ არა ისევ სტადიონზე ჩაკვეტაძის ქომაგები მისი მაისურებით. უდავოა, ისინი, ისევე როგორც მრავალი სხვა გულშემატკივარი, "ჰამბურგში" გიორგის პროგრესირებას კვლავ პოზიტიურად ელიან".

მეორე ბუნდესლიგიდან პირველში ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ გადადის, მესამე ადგილზე გასული კი პლეი-ოფში ითამაშებს. პირველ და მეორე ადგილზე 41-41 ქულით "სანტ პაული" და "ვერდერი" არიან, "ჰამბურგი" 40 ქულით მესამე პოზიციაზეა და 19 თებერვალს, 23-ე ტურში, სტუმრად "სანდჰაუზენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვერდერთან ნახავთ, თუ რა შეუძლია გიოს. მიდი, დახაზე გიო შენებურად.
0
ვერ მივხვდი იქნებ ვინმემ ამიხსნსს რატო 2 მილიობი ზაფხულში ხომ უმთავრდება კონტრაკტი გენტთან???მგონი დინამოს აქვს უფლება ისიც ასე მახსოვს გენტი თუ გაყიდდა ძვირად დინამო მიიღებდა პროცებტს გენტმა გაყიდა კიარა არც ათამაშა ბოლოს.და რა 2 მულიონი ეკუთნუს ვერ ვხვდები?..
მოსეხობელი
13:16 14-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული