სილესენმა ოპერაცია გაიკეთა - "ბარსელონასთან", ალბათ, მამარდაშვილი ითამაშებს

AutoSharing Option
plazadeportiva ჟურნალისტ პედრო მორატას მიერ თავის "ტვიტერზე" გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ვალენსიას" მეკარე იასპერ სილესენს პარასკევ საღამოს კუნთში სისხლის შედედების გამო პრობლემა შეექმნა და სამშაბათს ოპერაცია გაუკეთეს.

სილესენი იანვარში კოვიდით მეორედ დაინფიცირდა, "სევილიასთან" მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა, პარასკევს დილის ვარჯიშზე არაფერი აწუხებდა, თავის ყოფილ გუნდთან, "ბარსელონასთან" სათამაშოდ ემზადებოდა, მოულოდნელად საოპერაციო გახდა და რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

იმის გათვალისწინებით, რომ სილესენის არყოფნისას გიორგი მამარდაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა, მწვრთნელი ხოსე ბორდალასი, დიდი ალბათობით, ნდობას ქართველს გამოუცხადებს.

"ვალენსია" 20 თებერვალს ლა ლიგაზე "ბარსელონას"
და 26 თებერვალს "მალიორკას" შეხვდება, ხოლო 3 მარტს, თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში - "ბილბაოს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა მეტი თავდაჯერებულობა აქვს და გამოცდილებაც მიიღო ადაპტაცია გაიარა ენაც უკეთ იცის ძირითადში სათამაშოდ მზად არის . ბარსასთან ისეთი სეივები გვინდა რომ ხავიმ მომდევნო წლებში მოგითხოვოს წარმატებები ქართველო ❤❤❤
ემიგრანტი
21:27 16-02-2022
0
წლის განმავლობაში 15 მატჩიც თუ დაუგროვდა ყველა ტურნირზე ერთად, ძალიან მაგარია. თავდაჯერება და გამოცდილება ემატება. აუცილებლად გახდება ნომერ პირველი ადრე თუ გვიან
აგროვებს გამოცდილებას
14:47 16-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული