msn-ის ცნობით, ფეხზე გაკეთებული მცირე ოპერაციის გამო "ვალენსიას" მეკარე იასპერ სილესენს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება და ამ პერიოდში ქართველი გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.
გამოცემა წერს, რომ "ღამურების" ნომერი პირველი გოლკიპერი სილესენია, ხოლო მამარდაშვილმა ხაუმე დომენეკს იერარქიულ საფეხურზე გაუსწრო.
მოკლედ, თუ გიორგიმ კარგად ითამაშა და რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რაც, იმედია, არ მოხდება, უახლოეს 6 მატჩში "ვალენსიას" კარს ის დაიცავს.
20 თებერვალი. ლა ლიგა. ვალენსია - ბარსელონა
26 თებერვალი. ლა ლიგა. მალიორკა - ვალენსია
3 მარტი. თასი. ვალენსია - ბილბაო
5 მარტი. ლა ლიგა. ვალენსია
- გრანადა
13 მარტი. ლა ლიგა. ხეტაფე - ვალენსია
20 მარტი. ლა ლიგა. ელჩე - ვალენსია