plazadeportiva ჟურნალისტ პედრო მორატას მიერ თავის "ტვიტერზე" გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ვალენსიას" მეკარე იასპერ სილესენს პარასკევ საღამოს კუნთში სისხლის შედედების გამო პრობლემა შეექმნა და სამშაბათს ოპერაცია გაუკეთეს.
სილესენი იანვარში კოვიდით მეორედ დაინფიცირდა, "სევილიასთან" მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა, პარასკევს დილის ვარჯიშზე არაფერი აწუხებდა, თავის ყოფილ გუნდთან, "ბარსელონასთან" სათამაშოდ ემზადებოდა, მოულოდნელად საოპერაციო გახდა და რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
იმის გათვალისწინებით, რომ სილესენის არყოფნისას გიორგი მამარდაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა, მწვრთნელი ხოსე ბორდალასი, დიდი ალბათობით, ნდობას ქართველს გამოუცხადებს.
"ვალენსია" 20 თებერვალს ლა ლიგაზე "ბარსელონას"
და 26 თებერვალს "მალიორკას" შეხვდება, ხოლო 3 მარტს, თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში - "ბილბაოს".