2 ქართველი ევროთასებზე - "გენტი" აღარ გვაინტერესებს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერები მხოლოდ ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე შემორჩნენ. მოგეხსენებათ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების გამო დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ახლად შექმნილ გათამაშებაში ასპარეზობას მერვედფინალიდან გააგრძელებს, ახლა კი 1\16-ფინალის დროა. აქ ჩვენი წარმომადგენელი არ უნდა გვყოლოდა, თუმცა აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" ლუკა გუგეშაშვილი გადაბარგდა...

ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე ბელგიურმა "გენტმაც" დაასრულა, რომელიც ასევე ერთი ეტაპის შემდეგ ითამაშებს, თუმცა ამ კლუბის ამბები უკვე აღარ გვაინტერესებს - გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" ვგულშემატკივრობთ...

აზერბაიჯანელები პირველ მატჩში საფრანგეთში "მარსელს" ესტუმრებიან. ქართველი მეკარის ახალმა გუნდმა ჯგუფში შვეიცარიულ "ბაზელზე" 3
ქულით ნაკლები დააგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა. ოთხეულის წევრები კვიპროსული "ომონია" და ყაზახური "კაირათიც" იყვნენ. რაც შეეხება "ოლიმპიკს" - ფრანგებმა აქ ევროპა ლიგიდან გადმოინაცვლეს, სადაც "გალათასარაისა" და "ლაციოს" ჩამორჩნენ, მოსკოვის "ლოკომოტივს" კი აჯობეს...

გუგეშაშვილი, რომელიც ვილი სანიოლს უკვე საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც ჰყავდა მიწვეული, ახალ გუნდს მშვენივრად მოერგო. 22 წლის კიპერი პირველი ნომერია. მისი კონკურენტი ახლა ემილ ბალაიევია, რადგან შარშუდინ მაჰამადალიევს ტრავმა აქვს.

"მარსელი", როგორც ყოველთვის, ანგარიშგასაწევი გუნდია. მის რიგებში გამორჩეულები არიან "რომას" ყოფილი თურქი შემტევი ჩენგიზ იუნდერი და 34 წლის ვეტერანი დიმიტრი პაიე. ძირითადი კიპერი უკვე ესპანელი პაუ ლოპესია და არა ვეტერანი სტივ მანდანდა...

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ნაკრების მეკარე აზერბაიჯანში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრების მეკარე სად თამაშობს, სირცხვილია! ნებისმიერ ძლიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა!
ზურა
17 თებერვალი 2022 16:02
7
მამარდაზე ნერვიულობა არ გვყოფნიდა, ახლა გუგეშაზე უნდა ვინერვიულოდ.DDD გაიხარეთ ბიჭებო(ისე გვანან ერთმანეთს) ბევრი ასეთ სანევრიულო გვქონოდეს.
რრრ
17 თებერვალი 2022 15:56
0
ყველა თამაში 12-ზეა?
ტტტ
17 თებერვალი 2022 14:48
0
"გენტზე" ბევრად უკეთესი გუნდია... "ჰამბურგი". აფსუს, საკუთარ კარში ჩაჭრილი გოლი, თორემ 1979 წელს "ჰამბურგიც" გაიჟიმებოდა... "ლინერპულის" შემდეგ.
tngh
17 თებერვალი 2022 14:40
0
იმ საკუთარ კარში ჩაჭრილმა გოლმა კი არ დაგვღუპა თბილისში თამაში რომ დაიწყო დინამოელებმა ისე შეუტიეს თავიდანვე რომ პირველ ხუთ წუთში ჰამბურგი ორჯერ გადაურჩა გოლს და მეექვსე წუთზე გუცაევმა რომ გაიტანა პირველი გოლი და ტრიბუნაზე ვიღაცა იდიოტმა სალუტი რომ ისროლა გაერში კი არა პირველი იარუსისკენ და პატარა ბიჭს მოხვდა ის სალუტი და თამაში შეწყდა 20 წუთით და გერემანელები აზრზე მოვიდნენ და დინამოელები კი პირიქით დაითრგუნენ იმიტომ რომ მეორე იდიოტმა ხმა გაავრცელა რომ ის პატარა ბიჭი მოკვდაო საავადმყოფოს გზაზეო (არადა გადარჩა) და მალე ჰამბურგმა ანგარიშიც გაათანაბრა და წინაც გავიდა ! ის ორი იდიოტი რომ არა გერმანელები მინიმუმ ლივერპულის ბედს გაიზიარებდნენ - გუცაევის პირველ გოლს აუცილებლად მოყვებოდა პირველივე ტაიმში მეორე და მესამე გოლებივ იმიტომ რომ უმაგრესად იყვნენ დინამოელები დაქოქილი და ნაღდად გაანადგურებდნენ ჰამბურგს !
zura222
18 თებერვალი 2022 07:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული