ქეცბაიას სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - "ანორთოსისმა" ქართველების აპოელ-ს სძლია

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა აპოელ-ი.

როგორც იცით, სეზონის დაწყების წინ „ანორთოსისი“ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა და მათ შორის, ბუბა დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, დატოვა, რომლებიც აპოელ-ში გადავიდნენ და თითქოს ქეცბაია გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ თავიდან დაიწყო გუნდის მშენებლობა და შედეგსაც აღწევს. როდესაც თემური ამბობდა, ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთო, ბევრს ეს, ალბათ, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, თუმცა ფამაგუსტური გუნდი, აგერ, უკვე 13 მატჩია დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.

„ანორთოსისის“ კარს გიორგი ლორია
იცავდა. აპოელ-ში დაუშვილმა 45 წუთი ითამაშა, ქვილითაიამ - შეუცვლელად, ხოლო ოქრიაშვილი 67-ეზე შევიდა შეცვლაზე, 85-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. იმ დროისთვის მის გუნდს ყველა შეცვლა განხორციელებული ჰქონდა, თორნიკეს ნაცვლად თამაშში ვერავინ ჩაერთო და რადგან 76-ე წუთზე მათი მცველი სარაბია გააძევეს, ორკაცნაკლულნი დარჩნენ.

„ანორთისისი“ ლიდერ „აპოლონს“ 8 ქულით ჩამორჩება და 26 თებერვალს გასვლაზე დაუპირისპირდება, ხოლო აპოელ-ი, რომელსაც ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს, 36 ქულით მესამე ადგილზეა და 25 თებერვალს სტუმრად „ომონიას“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები საამაყო ხარ ჯიგარო გაიხარე
aron
18 თებერვალი 2022 09:16
0
ცხადია, სადაც მეტი ქრთველი იყო იმ გუნდმა წააგო
ცხოვრებისეული გამოცდილებითაც მოსალოდნელი იყო
18 თებერვალი 2022 04:19
6
გუნდი ვინ დატოვაო? წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს? დღეს პირველი აპრილია თუ?
კ ო მ ბ ლ ე
18 თებერვალი 2022 01:35
1
დაგლიჯააააააააააააა, გაიხარე თემურ, ყველაფერი კარგის ღირსი ხარ..................
სტალინი
17 თებერვალი 2022 23:08
1
qecba sauketeso qartveli mwvrtnelia, sircxvilia rom aq satanadod ar afaseben.
juve
17 თებერვალი 2022 22:45
5
თემო გახარებედა! მუდამ წარმატებით გევლოს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
17 თებერვალი 2022 22:44
1
ყოჩაღ თემურს, ასეც უნდა ყოფილიყო.
გულშემატკივარი
17 თებერვალი 2022 22:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული