გუგეშაშვილს "ველოდრომზე" სამი გაუტანეს და სამჯერ გუნდი ნაღდი გოლისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა „მარსელთან“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ზე მეორე ადგილზეა და მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩება.

„ველოდრომზე“ გუგეშაშვილს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწია, მის კარზე დიდი დაწოლა იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, თუმცა გამოსვლებზე მთლად დამაჯერებელი ვერ გახლდათ. მასპინძელთაგან განსაკუთრებით თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი აქტიურობდა. ლუკამ პირველ ტაიმში მას ორჯერ არ დაანება გატანა, მაგრამ შესვენებაზე გასვლის წინ პოლონელმა დუბლი მაინც შეასრულა.

მეორე ტაიმში „მარსელი“ ჩვეულად ვეღარ აქტიურობდა. მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მთელი შეტევის ხაზი გამოცვალა. 54-ე წუთზე ქართველმა
მეკარემ პაპე გუეის დარტყმული ბურთი თავგანწირულ ნახტომში მოიგერია, 85-ე წუთზე კი პატრიკ ანდრადეს პასით კადიმ სტივ მანდანდას ერთი გოლი გაუტანა. თუმცა შეცვლაზე შესულმა დიმიტრი პაიემ 90+2-ე წუთზე გუგეშაშვილის კარი დალაშქრა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს ბაქოში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისე გაშვებული გოლები, რომ დადეთ მისი სეივებიც დაგედოთ ბარემ, ამასაც და მამარდასაც გამოსვლებზე სერიოზული სამუშაო აქვთ, არცერთს არ აკლია სიმაღლე და უნდა იმუშავონ, რომ ამ კომპონენტში საუკეთესოები გახდნენ, ხაზზე ორივე ჩინებულია.
რრრ
18 თებერვალი 2022 14:14
1
ყოჩაღ ყარაბახს კარგი გუნდია აშკარად , რაც შეეხება ლუკას მშვენიერი იყო უბრალოდ ზუსტად გამოცდილება აკლია ესეთ გუნდებთაან თამაშის.
ლშა_იუვენტინო
18 თებერვალი 2022 13:24
1
პირველი გოლიც საიდან იყო ამის ბრალი.მილიკს არავინ ედგა საჯარიმოში და იძულებული გახდა თვითონ გასულიყო.მილიკი საჯარიმოში მეურვის გარეშე იდგა.საოცრებაა.
Master
18 თებერვალი 2022 12:50
0
რაც ვიდეოში ჩანდა პირველი და მესამე გოლები მთლიანად ლუკას სინდისზეა, თან ორივე ტაიმების მიწურულს. მისი სეივები კი არ ჩანს. მარტო ამ ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ ლუკას წაუგია თამაში. მაგრამ არაუშავს, უდიდესი გამოცდილება მიიღო და მომავლში გამოადგება. ახლა ყურები არ უნდა ჩამოყაროს და გააგრძელოს მუშაობა. წარმატებები მას!
Irakli
18 თებერვალი 2022 12:27
6
ვუყურე თამაშს.. ეპიზოდებში კარგი იყო.. მაგრამ პირველი და მესამე გოლში დიდი წვლილი მიუძღვის :) 2:1 ზე კაი ბურთი მოიგერია
ქართველი
18 თებერვალი 2022 11:46
3
პირველი და მესამე გოლი მისი ბრალი იყო სამწუხაროდ
გიორგი
18 თებერვალი 2022 10:13
4
სათაურს რომ აწერთ სამჯერ ნაღდი გოლისგან გადაარჩინა გუნდიო და ვიდეოს დებთ სადაც არ ჩანს არცერთი მომენტი როცა გუნდი გადაარჩინა ეგ როგორ ხდება? მაშინ ნუ დააწერთ რომ გადაარჩინა და გვაჩვენეთ უბრალოდ 3 გაშვებული გოლი. მეტი პროფესიონალიზმი გჭირდებათ... ხალხი რომ შემოდის თქვენ საიტზე პალიტრა ჰოლდინგს უმადლოდეთ...
სპორტალ
18 თებერვალი 2022 09:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული