გუგეშაშვილს "ველოდრომზე" სამი გაუტანეს და სამჯერ გუნდი ნაღდი გოლისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა „მარსელთან“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ზე მეორე ადგილზეა და მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩება.

„ველოდრომზე“ გუგეშაშვილს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწია, მის კარზე დიდი დაწოლა იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, თუმცა გამოსვლებზე მთლად დამაჯერებელი ვერ გახლდათ. მასპინძელთაგან განსაკუთრებით თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი აქტიურობდა. ლუკამ პირველ ტაიმში მას ორჯერ არ დაანება გატანა, მაგრამ შესვენებაზე გასვლის წინ პოლონელმა დუბლი მაინც შეასრულა.

მეორე ტაიმში „მარსელი“ ჩვეულად ვეღარ აქტიურობდა. მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მთელი შეტევის ხაზი გამოცვალა. 54-ე წუთზე ქართველმა
მეკარემ პაპე გუეის დარტყმული ბურთი თავგანწირულ ნახტომში მოიგერია, 85-ე წუთზე კი პატრიკ ანდრადეს პასით კადიმ სტივ მანდანდას ერთი გოლი გაუტანა. თუმცა შეცვლაზე შესულმა დიმიტრი პაიემ 90+2-ე წუთზე გუგეშაშვილის კარი დალაშქრა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს ბაქოში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისე გაშვებული გოლები, რომ დადეთ მისი სეივებიც დაგედოთ ბარემ, ამასაც და მამარდასაც გამოსვლებზე სერიოზული სამუშაო აქვთ, არცერთს არ აკლია სიმაღლე და უნდა იმუშავონ, რომ ამ კომპონენტში საუკეთესოები გახდნენ, ხაზზე ორივე ჩინებულია.
რრრ
14:14 18-02-2022
1
ყოჩაღ ყარაბახს კარგი გუნდია აშკარად , რაც შეეხება ლუკას მშვენიერი იყო უბრალოდ ზუსტად გამოცდილება აკლია ესეთ გუნდებთაან თამაშის.
ლშა_იუვენტინო
13:24 18-02-2022
1

სიახლეები პოპულარული