"ჰამბურგმა" ჩაკვეტაძეს დაუყოვნებლივი დახმარებისთვის უხმო, მაგრამ ვერ დაიტოვებს

AutoSharing Option
"გენტიდან" გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" გადასვლისთანავე აღინიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულება ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს ანუ ზაფხულში ბელგიაში უნდა დაბრუნდეს. გიორგი ძალიან მონდომებულია, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს თავი მოაწონა და შესანიშნავი პრესა აქვს. ამიტომ უკვე დაიწყო საუბრები მისი დატოვების შესახებ, თუმცა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა "ზანდჰაუზენთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ HSV-ს ქართველის შესაძენი თანხა არ აქვს. ამის შესახებ Frankfurter Rundschau იტყობინება.

Hamburger Morgen post-ის ცნობით, ჩაკვეტაძეს დაუყოვნებლივი დახმარებისთვის ოთხი თვით უხმეს, მისი შეძენის ვარიანტი არ არსებობს, თავად არ სურს თავის "მძიმე
ბელგიურ დროებაზე" ილაპარაკოს, ძალიან უნდა სათამაშო დრო გაეზარდოს, "ზანდჰაუზენთან" კი ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით არ იქნება და შეცვლაზე შევა, ვინაიდან 90 წუთი თამაშს ვერ გაუძლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შენს პირს შაქაღი. მერე როგორ გაგვახარებს?
ს-ს!
22 თებერვალი 2022 20:36
0
კარგია, მაგრამ - 90 წუთი ვერ გაუძლებსო. ასეთ კონდიციაში პრეტენზია ვერ გექნება, წარმატება და სათანადო ფორმის მიღწწვა ვუსურვოთ.
ლუკა
19 თებერვალი 2022 16:41
0
არ ინერვიულოთ, გადავა ჰამბურგი ბუნდესლიგაში და ფულიც გამოჩნდება.
19 თებერვალი 2022 15:55
0
ფორსირება არ არის საჭირო. 90 წუთის დროც მოვა. მთავარია მოთმინება!!!
tngh
19 თებერვალი 2022 15:54
0
ასეთი განცხადება უფრო მოტივაციას შემატებს გიოს. 2 მილიონი ის ფული არ არის ბუნდესლიგაში გადასვლაზე პრეტენზიის მქონე გუნდმა ვერ გამონახოს. მთავარია გიომ ასე გააგრძელოს, ის მშვენივრად მოერგო რასაც ვხედავთ ჰამბურგს და ნელ ნელა ძირითადში უნდა ჩაჯდეს. კარგად თუ წარმაოჩენს თავს სხვა გერმანული გუნდებიც შეამჩნევენ აუცილებლად. მთავარია იმ ჯურღმულიდან ამოვიდა რასაც გენტი ქვია.
G.LA
19 თებერვალი 2022 12:00
0
ჯერ ღირებული არაფერი გაუკეთებია მინდორზე ჩაკვეს ჰამბურგში,ორჯერ ითამაშა შეცვლაზე ფაქტიურად მოგებული თამაში და მოედნის ცენტრში ქუსლით ლამაზი და გამწვავების გარეშე პასი იყო მისი აქტივი.ასე რომ უახლოეს ტურში და არა ტურებში აუცილებელია გიომ შეძლოს გოლის გატანა ან მინიმუმ ასისტი,თორემ ჩაკვე ჰანბურგში პესპექტივით ან ფორმის აღსადგენად რომ არ წაუყვანიათ ამ სტატიის სათაურიდანაც ნათლად ჩანს....
ჩასაფრებული
19 თებერვალი 2022 11:47
3
გენტში დარჩენას მირჩევნია ბათუმში წავიდეს,ეს რა ჭირი გვჭირს ტო,რით ვერ მოვიშორეთ ეს გენტი.ჩვენ გასაუბედურებლად დაარსდა ეს გუნდი?! იქნებ გამოიჩინოს თავი ნელ-ნელა ფორმაში შედის და სხვა უფრო შეძლებულმა ბუნდესლიგისტმა იყიდოს. რა გაუჭირდა ამისთანა ჰამბურგს,გერმანიაში უდიდესი საპორტო ქალაქია,როგორ შეიძლება საერთოდ ამხელა გაქანების ქალაქის ორი ოდიდესი კლუბი მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდეს და ვერდერიც იქვე.ჩრდ.გერმანიაში მოიკოჭლებს ძალიან ფეხბურთის საკითხებში.მთავარია თავი გამოიჩინოს და მერე იქნება დაიტოვონ კიდეც
საქართველო
19 თებერვალი 2022 05:29
4
გიორგის 4 თვე აქვს იმისთვის რომ აღიდგინოს ფორმა და ჩაჯდეს ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში მწვრთნელებს და გულშემატკივარს ვარჯიშებზე და თამაშებზე უნდა დანახოს თავისი შესაძლებლობები და გამოსყიდვა და ა.შ ეგ იმაზეა დამოკიდებული როგორ ითამაშებს გიორგი ჰამბურგში და მოუტანს თუ არაა სარგებელს კლუბს ყველაფერი მსაზეა დამოკიდებული მთავარია იშრომოს თავი არ დაზოგოს და ნელ ნელა ჩაჯდეს ძირითადში და შედეგიანად ათამაშდეს სეზონის ბოლომდე დიდი დროა ეს დრუ სრულიად საკმარისია ფორმის აღდგენისთვისაც და ძირითადში მოხვედრისთვისაც წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი
19 თებერვალი 2022 00:21
0
ფაქტია,რომ გენტი ჩაკვეს ვერ იყენებს,ასე რომ ზაფხულში,შესაძლოა ფასის დაკლებაზეც დათანხმდეს და ჰამბურგი შესძლებს,მის გამოსყიდვას.გენტთან კონტრაქტი ხომ 2023წლის ზაფხულამდე აქვს.მთავარი ალბათ,მაინც გიორგის სურვილი იქნება.თუ გიორგიმ ფორმა აღიდგინა და ჰამბურგიც ბუნდესლიგაში დაბრუნდა,2 მილიონზე ხმას აღარავინ ამოიღებს.ჩვენ მაინც ხომ ვიცით მისი შესაძლებლობები.
სოსო
18 თებერვალი 2022 23:10
0
ე.ი. ვაჭრობა დაიწყო ანუ ფასის დაკლებაზე ბელგიელებს ეჩალიჩებიან.
HSV
18 თებერვალი 2022 22:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული