ჩაკვეტაძის 45 წუთი და გამოუყენებელი სუპერ მომენტი - "ჰამბურგი" "ზანდჰაუსენს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგი" "ზანდჰაუსენს" ესტუმრა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, გოლი პასკალ ტესტროეტმა მე-15 წუთზე გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოვიდა და მშვენიერი შეხვედრაც ჩაატარა.

"დინოზავრებმა" ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრეს, თავი სონი კიტელმა გამოიჩინა.

აღსანიშნავია, მატჩის მიწურულს გიოს შესანიშნავი შანსი, როდესაც რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, თუმცა კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხა.

ასე თუ ისე, მატჩი ფრედ დასრულდა, ამ მომენტისთვის "ჰამბურგი" 41 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, ბრემენის"ვერდერი" წინააღმდეგ
ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
შენზე რომ ითამაშოს გუნდმა, ისევ შენ უნდა დააჯერო თანაგუნდელები და გიომ დაიწყო ამისი კეთება, უკვე მთელი ტაიმი ათამაშეს. კარგად ითამაშა, კლასითაც აშკარად გამოირჩევა თანაგუნდელებში, დრიბლინგის დროს უბრალოდ ძალიან ბევრი მოინდომა, არადა უნდა გაეტანა, ძალიან წაადგებოდა ეს გოლი, მაგრამ არა უშავს, ასე გააგრძელოს და გოლებიც წამოვა.
0
Каи футболисти гио. Ромаши цавидес ик Генриха асцавлис рамеебс. Цотацота ЭДГАР МАНУНАРЯН гавс движениебши мара беври гаклиа джер. Последний касания арицис ра…
King artur
22:34 19-02-2022
42

სიახლეები პოპულარული