გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში დრეზდენის "დინამო" "ჰაიდენჰაიმს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში 29-ე წუთზე ტრავმირებული კრის ლოუი გურამ გიორბელიძემ შეცვალა.
ქართველმა განაპირა მცველმა მოედანზე იომა, იბრძოლა და მართლაც, რომ მშვენიერი მატჩი ჩაატარა.
23 ტურის შემდეგ დრეზდენის "დინამო" 26 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, "დარმშტადტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ვიდეო აღებულია გურამ გიორბელიძის ფეისბუქ გვერდიდან