გერმანული მედია: ცვლილებებმა "ჰამბურგი" გამოაცოცხლა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" სტუმრად "ზანდჰაუზენი" (1:1) ვერ დაამარცხა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გალიდერების შანსი დაკარგა - ვერც მათმა მომავალმა მეტოქე ბრემენის "ვერდერმა" გაიმარჯვა ("ინგლოშტადთან" 1:1). ვალტერის გუნდს პირველი ტაიმი ჩაუვარდა, მეორე ნახევარში კი სიტუაცია გამოასწორა და შეხვედრის გადარჩენა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე მასპინძლებისთვის მე-2 გოლი ხელით თამაშის გამო რომ არ გაეუქმებინათ, არავინ იცის, რა მოხდებოდა...

Abendblatt-ი წერს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე 3 ახალი ფეხბურთელის შემოყვანამ სტუმრების თამაში უკეთესი გახადა. ერთ-ერთი ახალი მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც მშვენიერი რეიდი მოიწყო
და გატანაც შეეძლო:

"ჰამბურგმა" შეხვედრა დაიწყო, როგორც მოყვარულმა გუნდმა და დაასრულა, როგორც პროფესიონალურმა...

ვალტერის შეგირდებმა "ზანდჰაუზენთან" მხოლოდ ერთი ქულა აიღეს. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, ჰამბურგელები მეორე ნახევარში ახალი გუნდით გამოვიდნენ და ანგარიში გაათანაბრეს (1:1).

მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში ცვლილება არ შეიტანა და გაირკვა, რომელ ფეხბურთელებს ენდობა ვალტერი ყველაზე მეტად...

უკვე მატჩის სტარტზევე "ჰამბურგი" უინტერესოდ გამოიყურებოდა - ტემპი დაბალი იყო, პასები - გრძელი და უმისამართო, შეტევაში თამაში კი არ არსებობდა. მათი მეტოქე გაცილებით მეტი ენთუზიაზმით თამაშობდა.

მეორე ტაიმში კინსომბი, ჩაკვეტაძე და გიამერა შემოვიდნენ და ამან თამაშში სერიოზული ეფექტი შეიტანა -  დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ "ჰამბურგმა" შეტევაში უფრო მეტი შექმნა წინ, ვიდრე წინა 45-ში. გათანაბრების საუკეთესო შანსიც შეიქმნა...

სონი კიტელმა (რომელმაც ანგარიში გაათანაბრა) ერთხელაც აჩვენა, რომ ამ გუნდისთვის შეუცვლელია..."

altჩაკვეტაძის 45 წუთი და გამოუყენებელი სუპერ მომენტი - "ჰამბურგი" "ზანდჰაუსენს" დაუზავდა [VIDEO]

altჩაკვეტაძე, როგორც ჯოკერი - bild-ი ქართველზე წერს

altჩაკვეტაძე კარგია, თუმცა... - გერმანული მედია გიორგიზე წერს


მკითხველის კომენტარები / 7 /
ნელნელა კიდევ მოუმატებს მთავარია ერთიანად არ დატვირთონ, კაცს 3-წელია არ უთამაშია,მალადეც ჩაკვეტაძეს რო არ გატყდა,ზაფხულისთვის ძველი ჩაკვე იქნება მაგარ ფორმაში.ჰამბურგი და ბუნდესლიგა ზედგამოჭრილია ამ ეტაპზე ჩაკვეტაძისთვის, გენტიდან კი აუცილებლად უნდა წამოვიდეს და ჰამბურგში დარჩეს.
qomagi
21 თებერვალი 2022 17:16
0
გასაგებია რომ თუ მე 2 ბუნდესლიგაში ვერ თამაშობ გიჭირს და ძირითადში ვერ ხვდები მაშინ არც უნდა გქონდეს ფეხბურთელს პრეტენზია არც გრანდში თამაშზე და არც ტოპ ჩემპიონატის ბინადარი კლუბის წევრობაზე გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ ჯერ ერთი თვეც არაა რაც გიორგი გადავიდა ჰამბურგში მას გენტში არ ქონდა არც სათამაშო პრაქტიკა და დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე ასე რომ ფორმის აღდგენისთვის სჭირდება დრო მწვრთნელი ნელ ნელა აძლევს მეტ და მეტ დროს 45 წუთი ათამაშა და ესე პირდაპირ ვერ დააყენებს ძირითადში მის პოზიციაზე ჰყავს ისეთი ფეხბურთელები რომელიც გუნდის ლიდერები არიან გუნდი იბრძვის ბუნდესლიგაში გადმოსასვლელად და ძალიან მინიმალურია 6 გუნდს შორის ქულები 3-4 ქულა სხვაობა გუნდეს შორის და სულ 2 გუნდი გადმოდის და ესე მარტივად ახალი მოსული ფეხბურთელით ვერ ამოაგდებს ძირითადის ფეხბურთელს ამ დროს მწვრთნელი უკვე ჩამოყალიბებულია შემადგენლობაზე ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული 1 კვირა რომ არის მომზადება ვარჯიშები და ა.შ იქ უნდა დამტკიცოს დანახოს მწვრთნელებს რომ იმსახურებს მეტ დროს და ძირითადს და თამაშებზე უნდა აჩვენოს თავისი კლასი გუშინდელი თამაში მომეწონა კარგი იყო მაგრამ უფრო მეტია საჭიროო და იმედი მაქვს უფრო უკეთესი მატჩები ექნება მომავალში.
გიორგი
20 თებერვალი 2022 18:40
0
გიოს პოზიცია არაა მარჯვენა ფლანგი, გოლიც მაგიტომ ვერ შეაგდო. მარა არაუშავს, მარცხენა ფეხითაც უნდა დახვეწოს დარტყმები.
Lasha
20 თებერვალი 2022 15:00
1
ფაქტია, რომ გიო კარგ გუდში და კარგი მწვრთნელის ხელშია. ფორსირება არ არის საჭირო. იმედია, მომავალ სეზონში "ჰამბურგი" გიოსტან ერთად "ბუნდესლიგაში" იქნება.
tngh
20 თებერვალი 2022 14:55
1
აცალეთ ბიჭს! მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას!
რობი
20 თებერვალი 2022 14:37
1
აი ყენია რომ იყო ჟილკიანი ის აკლია ამას :) სულ მოგება და წინ სვლა უნდოდა ყენოს.. გაიხსენეთ ლევანის მზერა და მუხტი მერე გიორგის სახეს შეხედეთ :) სანამ ამ უნიჭიერეს ბიჭს დავკარგავთ ვინმემ ფსიქოლოგიაზე იმუშაოს ამ ბიჭის დაბამაზე ნიჭიერი ახლა არავინ გვყავს.. წარმატებები გიო გვეიმედები
ქართველი
20 თებერვალი 2022 13:20
5
იშვიათობაა ესეთი ინტელექტის ფეხბრთელი სულ სწორ გადაცემებს აკეთებს ტრავმა როარა მაღალ დონეზე იქნებოდა უკვე ტოპ გუნდში
beqa
20 თებერვალი 2022 12:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული