ქართველმა გარემარმბმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო - იგორ აკინფეევის კარის აღებას უკვე მე-2 წუთზე ცდილობდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. მალევე, ხვიჩამ დრაიერს ეფექტური პასი მისცა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. ყველაზე რეალური მომენტი კვარაცხელიას მე-11 წუთზე შეექმნა, თუმცა გამოცდილმა რუსმა მეკარემ აჯობა.
ანგარიში მოსკოველებმა გახსნეს, მე-16 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, დიეიევმა თავური დარტყმით მეტოქის კარის ბადე შეარხია.
სლუცკის შეგირდები ბურთის ფლობას აგრძელებდნენ, სახიფათო მომენტის შექმნა კი საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სტანდარტული მდგომარეობით სცადეს, თუმცა მეტოქის კონტრშეტევა მიიღეს. კვარაცხელიამ რამდენჯერმე ისევ შეუტია, მაგრამ მისი დარტყმული ჯერ მცველებმა დაბლოკეს, მომდევნო ეპიზოდში კი ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. ქართველმა შემტევმა კარის აღება მეორე ნახევარშიც სცადა.
მეორე 45 წუთში აკინფეევის საოცარი თამაში გაგრძელდა, ყაზანელები მისი კარის აღებას 87-ე წუთამდე ვერაფრით ახერხებდნენ, სანამ ჰაკსაბანოვიჩმა საჯარიმოს ხაზიდან ცსკა-ს მეკარე უშანსოდ არ დატოვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, საჯარიმოში შეიჭრა და მოსკოვის "დინამოს" გაუტანა [VIDEO]
აქტიური კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს, "რუბინმა" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა