მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
აქ ზოგიერთი ფეხბურთის ცოდნას რომ იჩემებთ - საჯარიმოს გარედან მიმართულება შეცვლილ ბურთზე, კარგი მეკარე უნდა ასწრებდეს რეაგირების მოხდენას!
....
21 თებერვალი 2022 04:49
6
დაკვირვებული ვარ როცა საქები სტატიები დაიწერება მერე ვეᲦარ ᲗამაᲨობენ ...რა უბედურებააა
დაᲗო
20 თებერვალი 2022 22:05
8
კარგი ბიჭია, პროგრესსაც ვატყობ. 4 გოლს რომ გაუშვებს მეკარე, იმ თამაშს კარგი ვერაფრით დაერქმევა. თუმცა არ უთამაშია ურიგოდ. მე-4 ბურთზე დავა შეიძლება, საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი, თან კარის შუაში გაშვებული, ნამდვილად ტოვებს კითხვებს. აქ ამართლეთ თქვენ, რეკოშეტებით და მსგავსებით, მაგრამ თუ მყარად უნდა ძირითადში თამაში, ასეთი ბურთების გაშვება არ არგებს.
Lasha
21 თებერვალი 2022 11:15
2
გულზე ხელი რომ დავიდო, დიდად კმაყოფილი მამარდას თამაშით არ ვარ. კარში დარყმული 6-დან 4 რომ გავა, გასაგებია რომ მეკარის ბრალი არ არის ყველა გაშვებული ბურთი, მაგრამ ვერც მეკარის დიდ როლს ვერ ვხედავ გუნდის გადარჩენაში. მწვრთნელის ადგილას დიდად იმედიანად ვერ ვიქნებოდი ეგეთი მეკარის ხელში
გიორგი
21 თებერვალი 2022 10:59
2
ვალენსიამ ითამაშა ძალიან ცუდად.მამარდა არც ერთ გოლში არაა დამნაშავე.ასეთი დაცვა ნებისმიერ მეკარეს შეუქმნის პრობლემებს.მთავარია დინჯად,მანდრაჟის გარეშე თამაშობდა ვალენსიას კი გამოღვიძება აშკარად არ აწყენდა.
მერა
21 თებერვალი 2022 01:15
3
ამდენი ბოღმიანი ერთად საიდან შეიყარეთ თქვე მართლა არაფრის მაქნისებო!
გეგი
21 თებერვალი 2022 01:00
3
ბაღანამ რა ქნა, ბაღანამ? ჩააბარა გამოცდა?
odala
20 თებერვალი 2022 21:45
31
ცოტა ობიექტურები რომ იყოთ ვერა? როგორ მე-4 გოლი არ გინახავთ თუ თავს ისულელებთ. არ იყო მეკარის ბრალი?
დავით 67
21 თებერვალი 2022 02:19
9
მეოთხე გოლი წინ მდომ ფეხბურთელს მოხვდა და ტრაექტორია შეიცვალა, ასე რომ არც ისე ობიექტური ხარ ამ შემთხვევაში
giorgi
21 თებერვალი 2022 05:26
5
არ იყო. ანარეკლის შედეგად მიმართულება შეიცვალა ბურთმა.
ქ. გ.
21 თებერვალი 2022 05:19
3
ყველა გამოხმაურება
მესამე გოლი ობსაიდი იყო, 2-1ზე სხვა თამაში წავიდოდა და მესამე გოლსაც არ გაუშვებდა. მოკლედ გუნდი უნდა განვითარდეს.
დდდ
21 თებერვალი 2022 00:39
2
ახლა ვნახე გოლები და პირველ გილზე რეაგირება შეეძლო,თავის კუთხეში გაუტანა. 2ე,3ე აქ ვერავინ ვერაფერს იზავდა.4ე გოლი შორიდან დარტყმული გაუშვა,ნუ უკვე ფსიქოლოგიურად როგორც მისი ყველა გუნდელი მოშლილი იყო.
ჩემი შეფასებით ტრაგედია არაა და შემდეგ ტურშიც სასტარტოში ველოდები.
რა თა უნდა მოსამატებელი აქვს,მაგრამ ახლა ხო სწავლობს და უმატებს-იმ სილესენმაც ხო როდისღაც ისწავლა.
ომდევნო სეზონში ბევრად ძლიერი მეკარე იქნება და დროა ლორიაც ჯაბას გზას გაუყვეს.
ჩენს სიას ლორიას დავუმატებ-
ლორია,ჩაბრაძე,აბურჯანია,კვეკვე,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილი,ჯანო,ქვილითაია,კაჭარავა,ელგუჯა ლობჟანიძე- ამ ხალხის ხილვას არ ვისურვებდი ნაკრებში (ნუ ჩაბრაძე,ლობჟანიძე და აბუ ან ვინმე თუ მოუმატებენ კი ბატონო,მაგრამ ჯერ-ჯერობით არა)
Levani
20 თებერვალი 2022 23:12
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული