ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.
გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.
შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.
„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი
ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)
1. იაშინი
2. გორდონ ბენქსი
3. შილტონი
4. დასაევი
5. ტომაშევსკი
6. შილტონი
7. ნოიერი
8. ბუფონი
9. ტიბო კურტუა
10.კასილიასი