პედრის გოლი მამარდაშვილის კარში რიკოშეტად მიიჩნიეს - ობამეიანგს ჰეთ-თრიკი ჩაუთვალეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 25-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსია" 4:1 დაამარცხა, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. "ბარსას" თვდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ პედრის გატანილი გოლი მას ჩაუთვალეს და ჰეთ-თრიკი გამოუვიდა. საქმე იმაშია, რომ პედრის დარტყმული ბურთი გაბონელს ზურგში მოხვდა და რიკოშეტით გავიდა კარში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამ კომენტარი გააკეთა: "გამარჯვებამ ძალიან გამახარა. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ხუთშაბთს "ნაპოლისთან" რთული დაპირისპირება გველის. ეს გამარჯვება იმის თვითდაჯერებულობას გვმატებს, რომ ისევ მოვიგებთ.
"მესტალიასთან" რომანი მაქვს? დიახ, ბოლოს აქ
2019 წელს "არსენალის" შემადგენლობაში ევროპა ლიგაზე ვითამაშე და სამი გოლი გავიტანე. ასე რომ, ეს სტადიონი ცოტა ჩემი სახლივითაა", - ციტირებს ობამეიანგს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თქვენ ბიძიკოებო ლალიგის ან სხვა ჩემპიონატის მიმოხილვებს არ უყურებთ?? დამისახელეთ მეკარე უშეცდომო როა და ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე რომ ატარებს... ამდენი პროფესორი არ ჭირდება ამ ქვეყანას!!! კიდე კაი ის ბავშვი არ კითხულობს თქვენს ბჟუტურს ხო ჭკუიდან გადავიდოდა.... მიხედეთ თქვენს საქმეს უყურეთ თამაშებს და დატკბით თამაშის მიმდინარეობით
რონი
10:50 22-02-2022
0
ესენი ასწავლიან ესპანელებს ფეხბურთელების შერჩევას.ისე ცოტა მენტალური პრობლემა კი უნდა ქონდეს გიოს,წინააღმდეგობა შეხვდა და როგორც თქვეს ვარჯიშს მოუკლო და ხელები ჩამოუშვაო,სხვა გუნდში გამიშვითო ისეც უთქვამს.შვილო რეალისაგან და ბარსელონასგან გოლის გაშვება გაპაზორებას არ ნიშნავს, უდიდეს სკოლას გადიხარ ახლა და არ უნდა გატყდე.ჩვენი იმედი ხარ იცოდე.
cheroeli
16:14 21-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული