პედრის გოლი მამარდაშვილის კარში რიკოშეტად მიიჩნიეს - ობამეიანგს ჰეთ-თრიკი ჩაუთვალეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 25-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსია" 4:1 დაამარცხა, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. "ბარსას" თვდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ პედრის გატანილი გოლი მას ჩაუთვალეს და ჰეთ-თრიკი გამოუვიდა. საქმე იმაშია, რომ პედრის დარტყმული ბურთი გაბონელს ზურგში მოხვდა და რიკოშეტით გავიდა კარში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამ კომენტარი გააკეთა: "გამარჯვებამ ძალიან გამახარა. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ხუთშაბთს "ნაპოლისთან" რთული დაპირისპირება გველის. ეს გამარჯვება იმის თვითდაჯერებულობას გვმატებს, რომ ისევ მოვიგებთ.
"მესტალიასთან" რომანი მაქვს? დიახ, ბოლოს აქ
2019 წელს "არსენალის" შემადგენლობაში ევროპა ლიგაზე ვითამაშე და სამი გოლი გავიტანე. ასე რომ, ეს სტადიონი ცოტა ჩემი სახლივითაა", - ციტირებს ობამეიანგს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თქვენ ბიძიკოებო ლალიგის ან სხვა ჩემპიონატის მიმოხილვებს არ უყურებთ?? დამისახელეთ მეკარე უშეცდომო როა და ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე რომ ატარებს... ამდენი პროფესორი არ ჭირდება ამ ქვეყანას!!! კიდე კაი ის ბავშვი არ კითხულობს თქვენს ბჟუტურს ხო ჭკუიდან გადავიდოდა.... მიხედეთ თქვენს საქმეს უყურეთ თამაშებს და დატკბით თამაშის მიმდინარეობით
რონი
22 თებერვალი 2022 10:50
0
ესენი ასწავლიან ესპანელებს ფეხბურთელების შერჩევას.ისე ცოტა მენტალური პრობლემა კი უნდა ქონდეს გიოს,წინააღმდეგობა შეხვდა და როგორც თქვეს ვარჯიშს მოუკლო და ხელები ჩამოუშვაო,სხვა გუნდში გამიშვითო ისეც უთქვამს.შვილო რეალისაგან და ბარსელონასგან გოლის გაშვება გაპაზორებას არ ნიშნავს, უდიდეს სკოლას გადიხარ ახლა და არ უნდა გატყდე.ჩვენი იმედი ხარ იცოდე.
cheroeli
21 თებერვალი 2022 16:14
0
გუშინაც დავწერე,რომ გაშვებულ გოლებში ძნელია,მამარდას დადანაშაულება,მაგრამ ბარსელონას მეკარის თამაშმა კარგად დაგვანახა,რა სხვაობაა ნიჭიერ,იმედისმომცემ და მაღალი კლასის მეკარეს შორის.აშკარად ჩანდა თამაშის უკეთ წაკითხვა და სწრაფი რეაქციები.ერთი ორჯერ,გიორგის მცველებთან ცუდი ურთიერთგაგებაც შეეტყო და ვალენსიას საშინელ დაცვასთან კიდევ ცუდი კომუნიკაცია რასაც ნიშნავს,კარგად გამოჩნდა.ძალიან ცუდი იყო ბარსელონას დაცვაც,მაგრამ მეკარემ უმრავლეს შემთხვევებში შესძლო მათი შეცდომების გამოსწორება.გიორგის,ეს სულ ორჯერ გამოუვიდა.აშკარად ეტყობოდა შებოჭილობა.ეტყობა გოლების გაშვება ძალიან თრგუნავს,ფსიქოლოგიურად.რაც შეეხება პედრის გოლს,აქ საკმაოდ დიდი რიკოშეტი იყო და საკმაოდ ახლოდანაც.ბურთის ტრაექტორია ისეთი გამოვიდა,რომ ბურთი მეკარის უკან ჩაეშვა და ასეთი ბურთის გაშვება,არავისთვისაა სამარცხვინო.თითოოროლა მეკარე თუ აიღებს ასეთ დარტყმულს და იქაც მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგება ყიჟინით.გამოჯანმრთელდება სილესენი და კვლავ ის ჩადგება კარში,ის მართლაც მაღალი კლასის,თავდაჯერებული მეკარეა,გიორგის კი,საშუალება მიეცემა მიღებული გამოცდილება გადახარშოს და კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდეს.ხომ აშკარად ვხედავთ,რომ შემოდგომის მატჩებთან შედარებით,გაცილებით უფრო მშვიდია,მაგრამ ნევროზულობაც აშკარად ეტყობა.ჰოდა სწორედ სრული სიმშვიდე და გოლის შემდეგ ემოციების არ აყოლა უნდა ისწავლოს პირველ რიგში.ვიცი,მეკარეების სწავლება,სწორედ ამითი იწყება,მაგრამ ადვილი რომ იყოს,ყველა სუპერ მეკარე გახდებოდა.ასე გარკვეული პერიოდებით თამაში, გიორგისათვის იდეალური ვარიანტი მგონია.თეორიის სწავლების და მერე მისი პრაქტიკაში გამოყენების მეთოდს ჰგავს.მჯერა, მომავალ სეზონში, გიო უკვე სულ სხვა დონის და ფსიქოლოგიის ფეხბურთელად მოგვევლინება.
სოსო
21 თებერვალი 2022 12:11
0
ცოტა დაგვიანებულად რეაგირებს დარტყმულზე, შეიძლება ნერვიულობის ბრალია, მაგრამ აუღებელი ბურთები არ იყო
მიხო
21 თებერვალი 2022 09:55
2
პედრის დარტყმული ახლო კუთხეში მიდიოდა, მაგრამ რიკოშეტმა მიმართულება შეუჩვალა და შორეულში გაგზავნა.
Gg
21 თებერვალი 2022 11:18
0
გამოუცდელია ჯერ მაგრამ მე გუგეშაშვილი ყველას მირჩევნია და მეცოდება მაკარიძე როგორ დაიკარგა ტუმცა ლორია მშვენიერი მეკარეა მაგრამ კუპატაძეს და მამარდაშვილს გუგეშაშვილი მირჩევნია
mamuka
21 თებერვალი 2022 01:13
6
ფაქტია ვალენსიაში დამკვიდრდა არაა ეგრე მარტივი გაიარო ადაპტაცია ესეთ მაღალ ლიგაში, მამარდაშვილს პოტენციალი რო არ ქონოდა არავინ წაიყვანდა ვალენსიაში, მაგას სკაუტები ხედავენ არ ვიძახი რო გუგეშაშვილი ცუდი მეკარეა ან რამე ეგეთი მაგრამ ფაქტია ერთი ვალენსიაშია რეალებს და ბარსელონებს უდგას ასნავნოიში და მეორე აზერბაიჯანში თამაშობს, და კი ბატონო კონფერენს ლიგაზეც გამოდის. კაი მეკარეა მაგრამ მამარდაშვილი 2-3 წელიწადში მხეცი მეკარე იქნება თუ არ მოუკლო ვარჯიშს.
ABCABC
21 თებერვალი 2022 10:09
0

სიახლეები პოპულარული