"ხოსე ბორდალასს არაერთი პრობლემა აქვს. დისკვალიფიკაციის გამო ანტონიო ლატე ვერ ითამაშებს. საეჭვოა ხოსე გაიას თამაში. ამიტომ მეორე გუნდის გამოუცდელმა წევრმა ხესუს ვასკესმა შესაძლოა, სასტარო შემადგენლობაში ითამაშოს.
უკვე იცით, რომ იასპერ სილესენი და ტიერი კორეია დაშავებულები არიან.
გიორგი მამარდაშვილს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. დიდია შანსი, გამოცდილი მცველი გაბრიელ პაულისტა დაბრუნდეს და დიაჰაბიმ სათადარაგოთა სკამზე გადაინაცვლოს."
"ვალენსიას" დაცვის ხაზში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პაულისტას მომჯობინება კარგი
"ვალენსიას" 30 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს, მათი მომავალი მეტოქე "მალიორკა" კი 26 ქულით მე-16 ადგილზეა. შეხვედრა შაბათს, 26 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.