ჩაკვეტაძე დერბის გამოცდილებით - გერმანული მედია "ვერდერთან" მატჩამდე

AutoSharing Option
კვირას, 27 თებერვალს (17:30 სთ), მეორე ბუნდესლიგის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - "ჰამბურგი" "ვერდერს" უმასპინძლებს. შეხვედრა ისედაც პრინციპულია და სატურნირო დატვირთვა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის - გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

mopo ქართველ ნახევარმცველზე წერს:

"ჰამბურგი" "ვერდერთან" დერბისთვის ემზადება. გიორგი ჩაკვეტაძეს მსგავსი ტიპის შეხვედრებში თამაშის კარგი გამოცდილება აქვს. აგვისტოს ბოლოს მისმა "გენტმა" "ბრიუგე" 6:1 დაამარცხა. ამ ორი გუნდის 6 დაპირისპირებიდან "ჩაკმა" 4-ში გაიმარჯვა.

საინტერესოა, 22 წლის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იქნება თუ არა? მთავარი მწვრთნელი ვალტერი ამბობს: 
"ჩაკვეტაძე კარგი მოთამაშეა. მას სხვა ასპექტები
მოაქვს ჩვენი გუნდისთვის და ეს მნიშვნელოვანია. გადამწყვეტი არაა, ძირითადში დაიწყებს თუ მოგვიანებით შემოვა."

შეგახსენებთ, გიორგიმ გერმანული კლუბის მაისურით ჯერჯერობით 3 მატჩი გამართა, უახლოეს შეხვედრაში კი სასტარტოში მოიაზრებენ. "ჰამბურგი" და "ვერდერი" ბუნდესლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატები არიან.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.


altveni, vidi, vici - გერმანული მედია ჩაკვეტაძის ზაფხულში წასვლაზე




მკითხველის კომენტარები / 3 /
სიჩქარე და ფორსირება არ არის საჭირო გიოსთვის...
tngh
16:50 25-02-2022
0
სასტარტო კარგია, მარა რამდენადაა მზად თუნდაც 60-70 წუთისთვის მზად ეგაა საქმე.
რრრ
15:44 25-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული