ქვილითაიას დუბლი და ზეიმი უკრაინის დროშით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ქართველების "აპოელმა" გასვლაზე 4:2 დაამარცხა "ომონია".

სტუმართა გუნდიდან დუბლი გიორგი ქვილითაიმ შეასრულა (მეორე გოლი თავის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა), რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და პირველი გოლი უკრაინის დროშით იზეიმა. მან ყვითელი ბარათი მიიღო.

ქვილითაიამ ამ სეზონში ჩემპიონატზე 10, თასზე კი 2 გოლი გაიტანა. ის ბერატ სადიკთნ (დოქსა) და ივან ტრიჩკოვსკისთან (აეკ) ერთად ბომბარდირია.

ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"აპოელმა" ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, 39 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "აპოლონს" 6 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარე გიოო გილოცავ და გენაცვალე გულშიი …
bejo
23:47 25-02-2022
2
გენაცვალე ქვილო! ვამაყობთ შენით! ჯიგარი ხარ!
ირაკლი
13:44 26-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული