ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი "პიტერბრო".
"ჰალ სიტიმ" 29 იანვრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, ამით დასრულდა მისი 6-მატჩიანი მოუგებელი სერია, 37 ქულით მე-18 ადგილზეა და 5 მარტს "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლებს.
პიტერბრო. "უესტონ ჰოუმსი". 9 463 მაყურებელი
პიტერბრო - ჰალ სიტი 0:3
გოლები: 0:1 სმიტი (25), 0:2 ლიუის-პოტერი (51), 0:3 ლიუის-პოტერი (70)