"ქართველმა მეკარემ დაამტკიცა, რომ ამ დონის შეხვედრებში არანაირ ზეწოლას არ განიცდის.
მამარდაშვილმა პირველ ტაიმში გუნდი ორჯერ გადაარჩინა. მართალია, მუნიანის დარტყმისას თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, მაგრამ გიორგის რეაქცია და კარის კუთხეში გაგზავნილი ასეთი რთული ბურთის მოგერიება ნამდვილად აღსანიშნავია.
მამარდაშვილი მცველების შეცდომასაც კარგად აზღვევდა - მარტოდ მდგარ ინიაკი უილიამსს სივრცე შეუზღუდა. კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ ქართველი მეკარე ფეხით თამაშისას უშეცდომო იყო.
ერთიანობაში, ბორდალასმა მარსელინოს მასტერკლასი ჩაუტარა და თასის
"ლა ლიგაში" "ვალენსია" "გრანადას" 5 მარტს უმასპინძლებს, სადაც ქართველი კიპერის კიდევ ერთ დამაჯერებელ მატჩს ველით.