კარგი ამბავი - ქართველ ლეგიონერებს 7-10 დღეში რუსეთის დატოვება შეეძლებათ

AutoSharing Option
ფიფამ და უეფამ შეიძლება მალე რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების გაწყვეტის უფლება 7-10 დღეში მისცენ.

ხელშეკრულებების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში ფეხბურთელები არ დაისჯებიან და საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოუწევთ.

გადაწყვეტილების მიღებას რაც შეიძლება სწრაფად აპირებენ, რადგან რუსეთის თვითმფრინავებს მსოფლიოს უმეტეს სახელმწიფოში ფრენა აუკრძალეს და ჯერჯერობით მხოლოდ სტამბოლსა და ბელგრადშია გამგზავრება შესაძლებელი.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთ შესაძლებლობას რუსეთის პირველი და მეორე ლიგების თითქმის 150 მოთამაშე მიიღებს. ისინი განსაკუთრებულად არ დაისჯებიან. ეს გამოწვეულია რუბლის დევალვაციით და აგრეთვე იმით, რომ რუსული კლუბების უმეტესობის მფლობელი
სახელმწიფოა", - განუცხადა Jutarnij List-ს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა.

"გარდიანის" ცნობით, პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას მოუწოდა რუსეთში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელებისთვის სატრანსფერო ფანჯარა გახსნას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
როგორ უთხრეს აიაქსს უარი 10 თუ 12 მილიონზე. ღირსები იქნებიან ისე რომ დაკარგონ ეხლა ხვიჩა. მუქთად ხელში ჩაგდებულ ფეხბურთელს შეუფერხეს კარიერა
არ ერჩივნათ დღევანდელი კვერცხი?
19:40 03-03-2022
1
მართლაც სასიამოვნო ამბავია..ღმერთმა ქნას უვნებელი დაგვიბრუნდეს ჩვენი ბიჭები..
შავი კაცი
19:42 03-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული