რუსეთის თასის 1/8-ფინალში "რუბინმა" სახლში 2:1 სძლია "როტორს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.
- ამ რთულ სიტუაციაში რამდენად რთული იყო მოტივირება? ამ ვითარებაში როგორ ახერხებთ ყოველდღიურ სამუშაოზე მოთამაშეთა მოტივირებას?
- საერთოდ, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივია. ჩვენ ვამბობდით, რომ ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ და ვიყოთ ბედნიერები, რადგან მოედანზე გასვლის საშუალება გვაქვს; ვივარჯიშოთ, ვითამაშოთ და საყვარელი საქმით დავკავდეთ.
- თქვენ თქვით, რომ ლეგიონერებს მოელაპ
არაკეთ და ისინი რჩებიან. ხომ არ დაიწყო მათ შორის დუღილის პროცესი?
- მე არ მითქვამს, რომ მათ მოველაპარაკეთ და ისინი რჩებიან. მე ვთქვი, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მოუმართავთ. მოცემულ მომენტში არაფერი შეცვლილა.
- მე არ მითქვამს, რომ მათ მოველაპარაკეთ და ისინი რჩებიან. მე ვთქვი, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მოუმართავთ. მოცემულ მომენტში არაფერი შეცვლილა.
გადახედეთ ხალხო რა ბავშვები თამაშობენ და როგორ გუნდებში.19-20 წლისები მოედანზე დაფრინავენ და ვისი იმედი გაქვთ რომ ტოპ გუნდს გაქაჩავს,ვისი?
Დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!!!