![](https://sportall.ge/pictures/image5/619bd51ae089faf8823f88fdee840b1e.jpg)
მატჩს 13 643 მაყურებელი დაესწრო. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში მე-17 წუთზე აჰერნ-გრანტმა გახსნა, 48-ე წუთზე კი მანვე პენალტი გამოიყენა.
„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეოთხე საშინაო მარცხი განიცადა, 37 ქულით მე-19 ადგილზეა და 12 მარტს სტუმრად „ბირმინგემს“ შეხვდება.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით "ჰალ სიტიმ" 9 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.