მამარდაშვილმა ვერ ითამაშა - დომენეკმა საკუთარ კარში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "გრანადა".

მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა, მის ნაცვლად მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კარში ხაუმე დომენეკი ჩააყენა, რომელმაც ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

"ვალენსიამ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 36 ქულით მე-9 ადგილზეა, 13 მარტს სტუმრად "ხეტაფეს" შეხვდება და იმედია, იქამდე მამარდაშვილი მწყობრში ჩადგება.

"გრანადას" გასავარდნ ზონასთან 3 ქულა აშორებს და მისი მწვრთნელი რობერტ მორენო გადააყენეს.

ვალენსია."მესტალია". 31 227 მაყურებელი
ვალენსია - გრანადა 3:1
გოლები: 1:0 გედეში (48), 2:0 გომესი
(51), 2:1 დომენეკი (56, საკ. კარში), 3:1 სოლერი (62, პენ)

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ იყო მეკარის ბრალი
დასავლეთის მტერი
10:28 06-03-2022
6
ერთი სიტყვით. ვალენსიას ყავს სამი სრულფასოვანი მეკარე. და.... დაანებეთ ამ ბიჭს თავი. ტოპ მეკარე იქნება
ვალენსია რუსთავი
05:59 06-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული