მხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს

AutoSharing Option
გუშინ ფიფამ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების შეჩერების და არა გაწყვეტის უფლება მისცა. ამის გამო ფიფა პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPro) გააკრიტიკა:

"ფიფამ რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერების მიმართ ძალიან გაუბედავი გადაწყვეტილება მიიღო. მათთვის ხელშკრულებების გაუქმების უფლება უნდა მიეცათ. ფეხბურთელებს სეზონის დარჩენილ ნაწილში გაუჭირდებათ კლუბების მოძებნა.

რამდენიმე კვირაში ისინი ისევ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ჩვენ განვუცხადეთ ფიფას, რომ საჭირო იყო კონტრაქტების გაწყვეტის უფლება მიეცათ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "გარდიანმა" გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, ფიფას განკარგულების თანახმად, ლეგიონერებმა 7 აპრილამდე უნდა გააფორმონ ახალ კლუბთან კონტრაქტი,
30 ივნისს კი უკან დაბრუნება მოუწევთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტონობით კომპრომატი აქვს რუსეთს ფიფას კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე, კიდევ კარგად უხურებენ.
ქუთაისელი
16:45 09-03-2022
0
წარმატებები ქართული ფეხბურთის მომავალო!!!!
Joko
22:59 08-03-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული