როგორ შეიძლება კვარაცხელიამ რუსეთს თავი დააღწიოს?

AutoSharing Option
რუსეთში ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს და რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან რუსულ კლუბებს ევროტურნირებიდან მოკვეთენ და თანაც, ანაზღაურების პრობლემაც შეექმნებათ. გულშემატკივრებს უფრო მეტად "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი აინტერესებთ - როგორ შეიძლება ყაზანურ კლუბს თავი დააღწიოს? აქედან ადვილია რჩევების მიცემა და უნდა გვახსოვდეს, სად და როგორ რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ჩვენი ფეხბურთელები და ალბათ, უპრიანი იქნება, ისინი არათუ არ გავაკრიტიკოთ და კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ, არამედ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.

უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. დღეს რუბლი
დოლართან მიმართებით 25.4%-ით გაუფასურდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 105.27. თუმცა ეს რეალური ფასი არ არის. დილის მონაცემებით, ბანკების სალაროებში 1 დოლარის შეძენა 171 რუბლად იყო შესაძლებელი და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსეთის პრემიერლიგამ საგანგებო სხდომა მოიწვია. РБ Спорт-ის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, რომ ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, რომელთაც ხელფასებს ევროთი უხდიან, სერიოზული პრობლემა შეექმნათ და ვალუტის კურსის ფიქსაციის წინადადება წამოაყენა.

სხვა კლუბების ხელმძღვანელებმა მას მხარი დაუჭირეს და მიიღეს კოლექტიური გადაწყვეტილება, ევროს კურსი 90 რუბლზე დააფიქსირონ. ლეგიონერებთან მოლაპარაკებებს გამართავენ ხელფასების შემცირების თაობაზე, თუმცა, ცხადია, თავიანთი დირექტივებით რუბლის გაუფასურებას ვერ შეაჩერებენ და უცხოელი ფეხბურთელები კონტრაქტების გაწყვეტას მოითხოვენ, მით უმეტეს, რუსული ფეხბურთი მალე სრულ იზოლაციაში მოექცევა.

საფეხბურთო აგენტმა ალექსეი საფონოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბევრი უცხოელი ლეგიონერი ტრამპლინად იყენებს, "სპარტაკის" ლეგიონერებმა ვალუტის ფიქსირებაზე უარი თქვეს, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბებში, მაგალითად, "ურალში", სადაც ფეხბურთელებს გასამრჯელოს რუბლით უხდიან. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, რა მოხდება, თუ ლეგიონერს აღარ უნდა რუსეთში თამაში და ხელშეკრულების შეწყვეტას მოითხოვს? ასეთ შემთხვევაში მოუწევს თუ არა მას უზარმაზარი საკომპენსაციო თანხის გადახდა?

"მოიძებნება კომპრომისი. არის ფიფა, უეფა, ფეხბურთელთა სტატუსის სხვადასხვა პალატა. ყოველთვის არსებობს რაღაც ფორსმაჟორები, ეს კი სწორედ ფორსმაჟორია. მეგობრულად მოილაპარაკებენ, რადგან თუ ფეხბურთელი იტყვის, რომ აქ თამაში არ უნდა, მის ძალით შეჩერებას ვერავინ შეძლებს.

მე უბრალოდ არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორი შედეგი მოჰყვება. თუ ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებენ, ზოგიერთი კლუბისთვის ამდენი ლეგიონერის ყოლას აზრი არ ექნება. "ზენიტი" ჩემპიონი ბრაზილიელების გარეშეც გახდება. მათ ორ-ნახევარი შემადგენლობა იმისათვის შეკრიბეს, რათა ღირსეულად იასპარეზონ ევროტურნირებზე", - უპასუხა საფონოვმა.

უკრაინა დამპყრობელს ღირსეულად უმკლავდება. ოკუპანტმა 5 300-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. განადგურებულია 191 ტანკი, 816 ჯავშანმანქანა, 74 ზარბაზანი, 29 თვითმფრინავი და ამდენივე ვერტმფრენი. რუსეთის არმიის შეტევა შენელდა. თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს, არაა გამორიცხული, უკრაინის უმაღლესმა რადამ თათრეთისა და ბაშკირეთის დამოუკიდებლობა აღიაროს (მიუხედავად იმისა, რომ ამ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებიათ). ეს ცოტა უცნაურად კი მოჩანს, მაგრამ მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება და იცვლება, რომ გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოწოდებები უკვე გაისმის.

მკითხველის კომენტარები / 17 /
და ხვიჩას წამოსვლით რუსი რო გავაღიზიანოთ? ეს აქტი ხო პროვოკაციაა, პირიქით იქნებ "ცსკა" ან "ზენიტი"))) ფუუ ...
სანი
10:42 01-03-2022
3
კავარხელიამ უნდა ჩაალაგოს ჩემოდანი და განაცხადოს პუტინი ფაშისტია და მე რუსეთში არ ვიტამაშებ მანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არის პუტინი!!! და წამოვიდეს. ასე უნდა გააკეთოს აბსოლუტირად ყველა უცხოელმა ფეხბურთელმა რუსეთში.
ფეხბურთელი
09:24 01-03-2022
4

სიახლეები პოპულარული