რუსეთს ექნება "ვოდოკაჩკის" ჩემპიონატი და დაეშლება სახელმწიფო

AutoSharing Option
სპორტს და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვსო, ბრძანებს ზოგიერთი, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ეს უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა იტალიურ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუშიც დაადასტურა. უკრაინაში ინტერვენციისას რუსული ბლიცკრიგის გეგმა ჩაიფუშა. ეს ის უკრაინა აღარაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი დაკარგა.

რუსეთს ძვირად დაუჯდება პუტინის ავანტიურა. ამის ყველა ნიშანი უკვე სახეზეა. სპორტულით დავიწყოთ: რუსეთი სრულ სპორტულ იზოლაციაში მოექცა, მათ ნაკრებებსა და სპორტსმენებს აეკრძალათ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა, მათთან მოასპარეზე ლეგიონერებს უფლება მისცეს 7 აპრილამდე საზღვარგარეთულ
კლუბებში გადავიდნენ, თუმცა 30 ივნისს უკან უნდა დაბრუნდნენ. ცხადია, იმ დროისთვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სიტუაცია უკეთესობისაკენ არ შეიცვლება, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება და საბოლოოდ ლეგიონერებს ხელშეკრულებების გაწყვეტის უფლებას მისცემენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოთამაშეებს ელემენტარულად ვერ გადაუხდიან ხელფასებს.

ფიფა და უეფა, რომლებიც რუსეთს მუდამ უწყობდნენ ხელს (რა თქმა უნდა, არა უანგაროდ) სხვადასხვა დიდი შეჯიბრებების მათ ქვეყანაში ჩატარებასა და კენჭისყრებისას სასურველ ჯგუფებში მოხვედრაში, იძულებულნი იქნებიან სრულად მოკვეთონ. ახლა უკვე ბევრი საღად მოაზროვნე რუსი აღნიშნავს, რომ მათი პრემიერლიგა "чемпионат водокачки" (წყალსატუმბის ჩემპიონატი) გახდება. დააკვირდით როგორ დიპლომატიურ კომენტარებს აკეთებს "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი. მხოლოდ სსრკ-ის ნაკრების ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი იცემს გულში მჯიღს და ამბობს, რომ ეს ხარახურა უცხოელები არაფერში არ სჭირდებათ. სადღეისო მონაცემებით უეჭველია, ეკონომიკური კრიზისი თანდათან გაღრმავდება და შეუქცევად ხასიათს მიღებს.

ჩვენი საიტის პროფილიდან გამომდინარე, პოლიტიკაზე საუბრით თავს ზედმეტად არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. იმისათვის, რათა მივხვდეთ, თუ რა მძიმე სიტუაციაშია რუსეთი, საკმარისია კრემლის ერთ-ერთი წამყვანი პროპაგანდისტისა და რუპორის, ნირწამხდარი ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემებს მოკლე ხნით მოუსმინოთ. მემარცხენე იმპერიალისტმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, რომ პუტინი შეცდა, ხაფანგში შეიტყუეს და მის სამშობლოს დასავლეთის მხეცები დაგლეჯენ. გავიხსენოთ, რომ გერმანიის პირველმა რაიხსკანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა თანამემამულეებს დაუბარა, არ გაებედათ და რუსეთთან ომი არ დაეწყოთ და ამ სახელმწიფოს განადგურების ერთადერთი საშუალება მასთან უკრაინის გადაკიდება იქნებოდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა, ავღანეთში შეჭრის შემდეგ საბჭოთა კავშირი, ახლა კი როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის ჯერია. რუსეთის არმიამ 16 დღეში დაახლოებით იმდენი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა, რამდენიც ავღანეთში 10 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ნაცვლად იბრძვის და დასავლეთის სამხედრო დახმარება და რუსეთის მიმართ ფინანანსური სანქციები ბოლომდე საკმარისი არ არის, თუმცა მაინც ძალიან ეფექტურია. ეს ომი, ალბათ, გაჭიანურდება და უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, რომელიც თავისი მიწისა და თავისუფლებისათვის გმირულად იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მუდმივად ტრიალებს აზრი,რომ თუ რუსეთი არ იქნება თურქეთი ჩაგვყლაპავს.მეც მიფიქრია ამაზე და რა თქმა უნდა გამორიცხული არაფერია.მაგრამ არ მასვენებს ის შეგრძნება რომ ათათურქის მერე თურქეთი გაცილებით დემოკრატიული ქვეყანაა ვიდრე რუსეთი.საქართველო,უკრაინა,თურქეთი,აზერბაიჯანი- მივესალმებოდი ამ თანამშრომლობას.(ნუ შემდგებით
გაგა
07:42 13-03-2022
4
ეს ჯიქია სულ მუხლებდაჩოქილი რომ შეგვეხვეწოს, საქართველოში არ უნდა ათამაშო.
მეგრელი
19:11 12-03-2022
3

სიახლეები პოპულარული