ეროვნული ლიგის მესამე ტურში "დილამ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამო" 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხისტი თამაში იყო და 0:0 დასრულდა. შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები დააწინაურა. 67-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გორელთა სენეგალელმა ლეგიონერმა გომისმა მამუჩაშვილს დაასწრო და კუპატაძის კარი დალაშქრა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაუშვა. 83-ე წუთზე კი აქტიურმა გომისმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და მაქაცარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, შეხვედრის დასასრულს მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და მსაჯმა "დინამოს" ფეხბურთელი დენკოვიჩი გააძევა.
ბათუმის "დინამომ" პირველი მარცხი განიცადა, "დილამ" კი მეორე გამარჯვება მოიპოვა.
13 მარტს ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ხოლო 14 მარტს „დილა“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ შეხვდება.
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 0:1 თ. გაფრინდაშვილი (53), 1:1 გომისი (67), 2:1 მაქაცარია (83)
გაძევება: დენკოვიჩი (90+3)
დილა (4-2-1-3): ბულისკერია, ჩიტეიშვილი (გ. გაფრინდაშვილი 83), ნონდი, ჭიჭინაძე, სილვა, სანტოსი, გაგნიძე (კ), მოსიაშვილი (ტავარეში 45+2), ღუდუშაური, კაპანაძე (მაქაცარია 25), გომისი
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახაძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ანანიძე 87), ფალავანდიშვილი, ფლამარიონი (ლობჯანიძე 87), ბიძინაშვილი (დენკოვიჩი 71), ჯიღაური (თ. გაფრინდაშვილი 46), ფანცულაია (ზარია 46)