ახლა სხვა მამარდაშვილი დაბრუნდა, რომელმაც შეძლო რთულ სიტუაციაში ზეწოლისთვის გაეძლო. მან 4 თვე ნაყოფიერად გამოიყენა. თავიდან ყველაფერი წარმოუდგენლად დაიწყო. ამას ცუდი თამაშიც მოჰყვა - შესაძლოა, გამოუცდელობის გამოც იყო, რომ "სევილიასთან" "სანჩეს პისხუანზე" უხეში შეცდომები დაუშვა.
ბორდალასმა გადაწყვეტილება მიიღო. გიორგის სექტემბრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე აღარ უთამაშია, მაგრამ შემდეგ გაჩნდა შანსი, რომლის მიღებაც ძალიან სურდა. სიმართლე ისაა,
ბორდალასი ქართველ მეკარეს ისევ ენდო. მანაც ბოლო ერთ თვეში შესანიშნავი თამაშით უპასუხა. გამოცდილებით ნიდერლანდელს აშკარა უპირატესობა აქვს, თუმცა მამარდაშვილი კარგ დროს შევიდა ფორმაში - როცა ჰორიზონტზე თასის ფინალი მოჩანს.
მომზადებულია MARCA-ს მიხედვით
"დომენეკმა "გრანადასთან" მატჩი ჩააგდო - მამარდაშვილი დაბრუნდა" - ესპანური მედია
"ჩინებული მამარდაშვილი და მისი გზავნილი პუტინს" - ესპანური მედია და ბორდალასი აღფრთოვანებულნი არიან
კარგი ამბები მამარდაშვილისთვის - სასტარტო და წამყვანი მცველის დაბრუნება