"რუბინი" მსაჯს უჩივის - "13 მცდარი ან საკამათო გადაწყვეტილება"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის მსაჯთა კომისიას (ESC) 21-ე ტურის მატჩზე "როსტოვთან" არბიტრების მუშაობის გამო მიმართა - ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

"13 მცდარი ან საკამათო გადაწყვეტილება მატჩში ერთ-ერთი გუნდის წინააღმდეგ საკმარისია იმისთვის, რომ მსაჯი არაკვალიფიციურად ან მიკერძოებულად ჩაითვალოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყაზანურმა კლუბმა განსაკუთრებული ყურადღება მატჩის დასაწყისში მომხდარ ეპიზოდზე გაამახვილა, როდესაც ბურთის ხელზე მოხვედრის მიუხედავად, "როსტოვის" კარში პენალტი არ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ "რუბინი", ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი საჯარიმო დარტყმის მიუხედავად, საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" (1:2) დამარცხდა.  თამაშის შემდეგ ყაზანის მთავარმა მწვრთნელმა
ლეონიდ სლუცკიმ მთავარ არბიტრ ვიტალი მეშკოვის მუშაობა უხამსი სიტყვებით გააკრიტიკა.

მომზადებულია life-ის მიხედვით

altუარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]

altსლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვნახე ეპიზოდები და არანორმალურად ეუხეშებოდნენ ხვიჩას. რეაქცია არ ჰქონდა მსაჯს.
Thomas
15:34 16-03-2022
1
სანამ ესენი თამაშობენ ამათი ერი ბავშვებიანად ანადგურებეს შენობებს მარიუპოლში, ხვიჩა კი არა ჩემი ძმა და შვილი რომ იყოს ყურადღება არ უნდა მიაქციო, არც ამათ საჩივარს, არც თამაშს.

თქვენც კონტრაქტით აბეზალოვკა გაქვთ რუსეთის ჩემპიონატზე წეროთ, თუ ისევ ჩვენსკენ უნდა ისროლოს რუსმა აზრზე რომ მოხვიდეთ?
რეზო
22:07 16-03-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული