"გუნდის მთავარ მეკარედ ვხედავ, თასის ფინალში მამარდაშვილი უნდა იდგეს..." - "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე

AutoSharing Option
"ვალენსიას" ლეგენდარულმა მეკარემ, ხოსე მანუელ სემპერემ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა:

"გიორგიმ ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ კი ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა... მამარდაშვილმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა ახლა ის უფრო ძლიერია. 

ვხედავ თუ არა მას "ვალენსიას" მთავარი მეკარედ?! - რა თქმა უნდა! ჩემი აზრით, ფეხბურთელები თავს უფრო მშვიდად მაშინ გრძნობენ, როდესაც კარში გიორგი დგას. 

ყველა ვხედავთ, რომ მამარდაშვილი სულ უფრო და უფრო უკეთეს თამაშს აჩვენებს. ვფიქრობ, ესპანეთის თასის ფინალში ქართველი უნდა იდგეს, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია", - ამბობს სემპერე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულს უხარია როცა ვიღაც ქართველს აქებს..სულერთია ვინაა..რა პროფესიის...მამარდას წარმატებები..და ყველა ქართველს..ძალა ერთობაშია...დიდება საქართველოს. დიდება უკრაინას.დიდება სამართლიანობას...
Labirinti...
18:18 17-03-2022
0
შენ პირს შაქარი!
სოსო
16:35 17-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული