ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალტერმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 56-ე წუთზე შეცვალა. 85-ე წუთზე მასპინძლები ბოდზეკმა დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში გლატცელმა სტუმრებს ქულა მოუპოვა.
ამ სეზონში ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 42 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 აპრილს „პადერბორნს“ უმასპინძლებს.
დიუსელდორფი. „მერკური“. 31 353 მაყურებელი
ფორტუნა - ჰამბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბოდზეკი (85), 1:1 გლატცელი
(90+3)