ოთარ კიტეიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა.

კიტეიშვილი "კლაგენფურტთან" ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის საშინაო მატჩის (3:1) 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:1 იყო. მას შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებმა უმღერეს.

შეგახსენებთ, კიტეიშვილმა ტრავმა 30 სექტემბერს ევროპა ლიგაზე პსვ-სთან მატჩისას მიიღო. ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მომავალი ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოიძახა, რადგან ჯერ ბუნებრივია ფორმაში არ არის.

ოთარმა ამ სეზონში ჩემპიონატის 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 21 ქულით მეორე ადგილზეა და 3
აპრილს სტუმრად "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ოთო მალე ჩადექი ფორმაში, გვჭირდები. შენ რომ გვყოლოდი, ახლა ევროპაზე ვიქნებოდით და ბ ჯგუფშიც ..
ილია_იუვე
23:27 20-03-2022
0
კარგი მ9თამაშეა
alt ინფო
23:40 20-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული