ხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...

AutoSharing Option
ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ სასიამოვნო ინფორმაციები გვესმის, ამავდროულად კი, მისი რუსეთში ყოფნით გაბრაზებულ გულშემატკივართა რაოდენობა იზრდება. იტალიურ მედიაში გაჟღერებულ "ნაპოლიში" გადასვლის შესაძლო ვარიანტი ერთადერთი სიახლე არაა...

ყაზანის "რუბინი" ძალიან დასუსტებული და დემორალიზებულია - ეს ცსკა-სთან დაპირისპირებამ კარგად აჩვენა. ჩვენ საკუთარი გვადარდებს - ხვიჩას ირგვლივ უამრავი რამ ტრიალებს. როგორ წარმოგიდგენიათ, მას ახლა (ან ოდესმე) ევროპულ ლიგაში გადასვლა არ სურდეს? ყველასგან ერთნაირი ხასიათის ქცევას ვერ მოვითხოვთ, ადამიანები განსხვავდებიან - ვიღაც მეტად ახერხებს საკუთარი სურვილები და მოლოდინები ღიად გადმოსცეს, ზოგიერთს კი ეს უჭირს.
ხვიჩა ნამდვილად მოკრძალებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც საუბრის დროსაც იოლად შეამჩნევ. ასეთ დროს განცდებს "ვინახავთ", რაც უფრო რთულია...

"რუბინის" უკვე ხსენებული მატჩი, გარკვეულწილად, კვარაცხელიას წასვლასთან შეგუებას ჰგავდა - ქართველი ფეხბურთელის კაპიტნობით, რუსი კომენტატორის ნათქვამით (სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდში არ დაბრუნდებაო) თუ მატჩის შემდეგი კომენტარებით...

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა (გადაცემაში "სპორტი იმედზე") თქვა, რომ შესაძლოა, ხვიჩას კარიერაში მალე ახალი ეპოქა დაიწყოს. ფრანგმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის ლიდერის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა - "როგორც რთულ პერიოდში ჩვენ მას დავეხმარეთ, ასევე დაგვეხმარა ის შვედეთთან შეხვედრაში" - ეს სიტყვები ცოტას არ ნიშნავს. ჩვენთვის მთავარი ინტერესი ნაკრებია - მოთამაშე აქ რა განწყობით ჩამოდის, როგორ იხარჯება, თავისი შესაძლებლობების ზღვარზე როგორ გადის... ვინმემ ამ კომპონენტში სხვანაირი ხვიჩა დაინახა?

"კვარას" ამბავს თემურ ქეცბაიაც ("ტაიმ აუტი") შეეხო და მანაც ხაზი ფეხბურთელის გვერდით დგომის მნიშვნელობას გაუსვა. არ მგონია, ქეცბაიაზე მეტად პატრიოტები ან ამა თუ იმ თემაზე კრიტიკულად განწყობილნი ვიყოთ. ცოტაც უნდა მოვითმინოთ და ისე უნდა მოვიქცეთ, შემდეგ ჩვენი სიტყვები ფუჭი არ აღმოჩნდეს...

sportall.ge-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" გავრცელებული ამბავი ერთადერთი ვარიანტი სულაც არაა და ტრანსფერზე სხვადასხვა მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ. მეტიც, სხვა გუნდების შანსები უფრო მაღალიცაა...

სულ ეს მსჯელობებიც დამღლელია, მოვლენების განვითარებას კი ისე უნდა დაველოდოთ, მთავარი ინტერესი - დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე ქართველი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია არ დაზიანდეს!

alt"ტოვებს თუ არა "რუბინს?" - ხვიჩამ რუს ჟურნალისტს დიპლომატიური პასუხი გასცა

alt"რუბინი" განადგურდა - კაპიტანი ხვიჩას საგოლე პასი და მის წასვლაზე ალაპარაკებული კომენტატორი [VIDEO]

altსლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

altკვარაცხელიას საგოლე პასი გროზნოში - ის ორშაბათს რუსეთის დატოვების უფლებას მიიღებს? [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ აბტორს მაგარი სტატიაა ! მე მოვუწოდებ ამ საიტის ადმინებს--ვინც ხვიჩას ზურიკოს და სხვებს ლანძღავს ისინი საერთოდ დაბლოკონ ! ეგენი ქართული ფეხბურთის და მთლიანად საქართველოს მტრები არიან @ და გასაგებია ვის დავალებებს ასრულებენ !
zura222
16:35 21-03-2022
3
ხვიჩა იპოვის თავის გზას, რუსეთიდანაც წავა და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. გამორიცხულია ასეთ ტალანტად დაბადებულმა ბიჭმა რო დიდი ფეხბურთი არ ითამაშოს, უბრალოდ ამ კვერცხებს, ვინც დღეს ლანძღავს, იმედია ცოტა მაინც შერცხვებათ როდესაც ტრიბუნაზე იამაყებენ მისით.

თუნდაც ჯუღელს რო არ გაექცა, არ აწუწუნდა და თავის დროზე გაკეთებული სიკეთე დაუფასა, მაგაშიც დიდკაცობას ვხედავ ხვიჩასას; ეგრე არაა გაფარჩაკებული ქვეყნის ჩემპიონატიდან კაი გუნდში (თუნდაც რუსულში) მოგაწყონ და მერე დაკრა ფეხი და დაიკიდო ყველაფერი.

აცალეთ, მიეცით დრო, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს და ხაბეიშვილის ჭკუაზე ნუ ააწყობინებთ კარიერას, ახლა რო ვენებს იჭრის ურაპატრიოტულ მოტივებზე და 2 წლის წინ პრეზიდენტად რო გვტენიდა რუსული კულტურის კაცს, ვლადივასტოკის დასიდან რო ვერ გამოღლიტეს მისი ბალერინა ცოლი.

იამზე
16:42 21-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული