კვარაცხელიას საგოლე პასი გროზნოში - ის ორშაბათს რუსეთის დატოვების უფლებას მიიღებს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინმა" სტუმრად "ახმატი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან უტკინმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ფლანგიდან გაიჭრა, საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და ლისაკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. ხვიჩამ 71-ე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, კომპენსირებულ დროში კი დრეიერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „ახმატის“ კარს გიორგი შელია იცავდა.

ცხადია, ხვიჩა საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ეს მის თამაშზე გავლენას ახდენს. „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ, ხოლო მეკარე იური დიუპინის თქმით, წამსვლელი ლეგიონერები ზაფხულში წავლენ, მანამდე
კი ყველანი დარჩებიან.

სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელები უცხოელ ფეხბურთელებს დარჩენის სანაცვლოდ გასამრჯელოს სრულად და შეუფერხებლად გადახდას დაჰპირდნენ, მაგრამ რუბლის კურსის 12 დღის განმავლობაში რეკორდული ვარდნისა და ისტორიულ მინიმუმამდე დაცემის გამო, რაც უკრაინაში ომის დაწყებითაა გამოწვეული, საეჭვოა ეს მოახერხონ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, რომ ორშაბათს ფიფა რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს 2022 წლის 30 ივნისამდე სხვა კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების უფლებას მისცემს, რის შემდეგაც თავიანთ გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა არავინ იცის, როგორი ვითარება იქნება იმ დროისთვის.

„რუბინი“ 25 ქულით მე-10 ადგილზეა და 14 მარტს „როსტოვს“ უმასპინძლებს.

გროზნო. „ახმატ არენა“
ახმატი - რუბინი 1:2
გოლები: 1:0 უტკინი (3), 1:1 ლისაკოვიჩი (50), 1:2 დრეიერი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 24 /
რუსეთის პრემიერ ლიგა ქართული ტალანტის სამარხია, ასიათიანიდან მოყოლებული ერთი ქართველი არ ვიცი რომელიც რუსეთში თამაშობდა და განვითარდა:((((( იქნებ კვარაცხელიამ და დავითაშვილმა მაინც დააღწიოს თავი
Zura
10:08 09-03-2022
0
ვნახე თამაში, რეგრესშია ხვიჩა, ან უბრალოდ არ უნდა იქ თამაში!!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული