"ეს მისი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო" - სანიოლმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმარი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გახლდათ, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა:

"ვფიქრობ, მისი გადასვლა გერმანიაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ატმოსფეროს შეცვლა. გიორგიმ ძალიან ბევრი ტრავმა მიიღო და პრობლემა ჰქონდა... ასეთ შემთხვევაში კი გარემოს შეცვლა რეალურად დაეხმარება მას. 

მოთამაშეს, როგორი ნიჭიც უნდა ჰქონდეს, როდესაც 2 წელია დაზიანებული, მის დაბრუნებას სჭირდება იგივე დრო, ფაქტობრივად, რაც გააცდინა. სჭირდება აღიდგინოს ენერგია, მივიდეს იმ დონეზე, სადაც იყო. იმედი მაქვს, "ჩაკვეს" გერმანელები დაეხმარებიან, მიაღწიოს მაქსიმალურ პოტენციალს. 

ყველა კარგად ხედავს,
რომ ეს ის "ჩაკვე" არ არის, რომელსაც 4 წლის წინ ვიცნობდით, მაგრამ ენთუზიაზმი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი სწორედ მისგან მოდის. მან უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი ყოველდღე, შეძლოს მიაღწიოს თავის მაქსიმალურ პოტენციალს და იმედი მაქვს, ამას გააკეთებს", - თქვა სანიოლმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვილი სანიოლს იმხელა კარიერა ჰქონდა,რომ ტრავმებზე ბევრი ვერავინ ასწავლის რაიმეს.ისიც ზუსტად იმას ამბობს,რასაც ჩვენი ლეგენდარული ვლადიმერ გუცაევი.ხანგრძლივი ტრავმის სრულ მორჩენას იმდენი დრო უნდა,რამდენიც გაუცდა.ეგეც იმ შემთხვევაში,თუ გულმოდგინედ ვარჯიშობს.ჩვენ კი ორ თვეში ვითხოვთ,ფორმის პიკში ასვლას.ლევან ყენიას კარიერა სწორედ აჩქარებამ დაანგრია და არავის ეგონოს,გიორგიზე ნაკლები ტალანტი იყო.ყველაფერს თავის დრო აქვს და მოვიკრიბოთ მოთმინება.თუ მოდუნება შევატყვეთ,გავაკრიტიკოთ,არ მივცეთ მოდუნების საშუალება,მაგრამ ნურც ნამეტანი მოგვივა და გული არ ავუცრუოთ.თვითონ სანიოლიც ხომ ასე იქცევა
სოსო
14:50 21-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული