სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთში აღარ დაბრუნდება?! - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა და "რუბინის" პრესსამსახური

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, "რუბინს" აღარ დაუბრუნდეს. Match TV-ის ინფორმაციით, ეს იმითაა განპირობებული, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ კლუბში ასპარეზობის გამო კვარაცხელიას ოჯახზე დიდი ზეწოლაა. 

ადგილობრივი "სპორტ-ექსპრესი" ქართველი ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის სამი ჩემოდნითაა და წერს - "კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიდის, მაგრამ რაღაც ბევრი ჩემოდანი მიაქვს... ეს "რუბინიდან" გაქცევაა?!"

რუსულ პრესაში ხვიჩას შესაძლო წასვლაზე "რუბინის" პრესსამსახურის განცხადებაც ვრცელდება:

"ხვიჩა ნაკრებში საასპარეზოდ გაემგზავრა. დაუბრუნდება თუ არა ის "რუბინს", ამას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ
გავიგებთ. მუქარა მისი ოჯახის მიმართ? ამაზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია..."

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადაბარგებაზე.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მისი წამოსვლით რუსები დაიხოცებიან ბოღმით მაგრამ მარტო წამოსვლა არ არის საკმარისი. მანამდე რეებს ლაპარაკობდნენ რუსები გახსოვდეთ გესლი და ყველაფერი. ხვიჩას მამა არ დაინდეს, მხოლოდ იმისთვის რომ თქვა წამოვაო აუცილებლად რუსეთიდან. რუსეთის დუმიდან და სპორტის სამინისტროდან უპასუხეს ძალიან დამპლურად და ცინიკურად, თითქოს ხვიჩას მამა კი არა ვიღაცა ყოფილიყო და ანტი-რუსულ პროპაგანდაში დასდეს ბრალი. თან ისიც დააყოლეს დაგინახავთ სად წახვალთო. ეს ერთი მაგალითია მხოლოდ. თითოელ წერყილ მძიმეზე სასტიკად უნდა აგონ
X.
22 მარტი 2022 19:40
0
რუსულმა პრესამ გაავრცელა? მაშინ მართლა არ ყოფილა ფოტოშოპი.
რუსული პრესა ამას როგორ იკადრენდა?! :D
ვაი, რა გეშველებათ, ბავშვებო? ეს რა გულუბრყვილო თაობა წამოიზარდა!
ქ. გ.
22 მარტი 2022 13:05
1
არ არის ხალხო ეს ფოტო ფოტოშოპი. მართლა წამოვიდა ბევრი ჩემოდნით და რუსეთი დატოვა :დ
რა არის იმაში დაუჯერებელი, რომ სამი ჩემოდნით ჩამოვიდა. რავიცი კოვიდი რომ მოიგონა და ექიმი მოისყიდა იმას იჯერებდა აქ ხალხი და ბევრი ჩემოდნით რომ არის ფოტოზე ის ასე დაუჯერებელია?:))
Winter
22 მარტი 2022 13:21
0
არ არის ფოტოშოპი, პაპარაცულო ფოტოა და რუსულმა პრესამ გაავრცელა.
ინფორმაციაც ოფიციალურია
.
22 მარტი 2022 12:15
1
რუსეთში რომ აღარ დაბრუნდება, ეს ძალიან კარგია.
მაგრამ ფოტოზე თავი და სხეული photoshop-ით არის უცნაურ პოზაში შეერთებული.
ქ. გ.
22 მარტი 2022 09:50
3
Re: "სადაც ის სამი ჩემოდნითაა... ბევრი ჩემოდანი მიაქვს"
შედარებით ძველი ფოტოა. ეს გუნდის ავტობუსია. ერთი ჩემოდანია ხვიჩასი. დანარჩენი სხვა ფეხბურთელებისაა.
ქ. გ.
22 მარტი 2022 05:22
2
თან მინდა რომ გასცეს პასუხი ამ ბოროტ ადამიანებს მაგრამ რაღაცნაირად მომწონს კიდეც რომ ჩუმადაა და არავისთვის არასოდეს უპასუხია. ყველა პოსტებით ეჭიჭყინება ერთმანეთს დღეს. ეს ბიჭი ჩუმადაა და ამდენ ტალახს იტანს. ჩემს თვალში ეს უფრო ამაღლებს. ძალიან მინდა ამ ბიჭს გაუმართლოს, აღარასოდეს ყოფილიყოს რუსეთი მის კარიერაში და ყოველთვის ასე ღირსეულად ეპასუხოს სულმდაბალი ადამიანებისთვის.
რაც უფრო არ ეპასუხები უფრო მაღლა ხარ, ისინი კი კლავიატურასთან დამჯდარები საკუთარ ნეხვში იხრჩობიან.
!!
22 მარტი 2022 04:26
0
ეს ინფორმაციაც ჩემოდნების რაოდენობას ეყრდნობა.ასე რომ ძალიან ნუ ენდობით.თუ ხვიჩას ნორმალური კლუბი გამოუჩნდა,რომელიც მის გამოსყიდვას მოისურვებს,რა თქმა უნდა უნდა წამოვიდეს და ასეც იზავს,მაგრამ თუ ისევ უკან დაბუნება მოუწია,ივნისში,მაშინ დიდი აზრიც აღარ ექნება და შესაძლოა ფორმაც კი დაკარგოს,ზაფხულის თამაშებისათვის.ასე რომ არც დიდი აჟიოტაჟია საჭირო და არც კრიტიკა.ისე მოიქცევა,როგორც მისთვის უკეთესი იქნება.
სოსო
22 მარტი 2022 02:27
1
ოფიციალურია, მართლა წამოვიდა.
ნაკრების თამაშები დამთავრდება და მერე გადაწყდება სად ითამაშებს. ალბათ გუნდი ნაპოვნია, თორე ასე ვერ გარისკავდნენ.
ამ საწყლებს უხარიათ, ჩვენ რომ ვაგინეთ მაგიტომ წამოვიდაო, ხვიჩას ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე კარგა ხანია აღარ უნდოდა მანდ თამაში.
გადაცემაც კი მიუძღვნეს ახლა ქართველებმა,თურმე რა მაგარია რომ მასზე ამხელა ბულინგი მიდის. თურმე მის თამაშზე რომ ხალხი ბილეთს ყიდულობს იმ ფულის პროცენტები რუსული არმიის იარაღში მიდის, რომლითაც ბავშვებს კლავენ. ტიპებმა მკვლელობაში დაადანაშაულეს ხვიჩა, რამხელა ბოროტებაა ვერც კი ვზომავ :(
მთელი საქართველო რომ რუსულ დენზე ზის და რუსულ პოდუქტს ყიდულობს, რუსულ ტაქსებს იყენებს და მედიკამენტებს იქნებ იმ ფულით ყიდულობენ რუსები არმიისთვის იარაღს, ყველა მკვლლები ვართ?
როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნიჭიერ ფეხბურთელს თან ასე პატარას გული გაუხეთქო ასეთი საშინელი, ბინძური ბრალდებებით...
სოსო ს
22 მარტი 2022 03:33
1
დანარჩენებიც უნდა წამოვიდნენ. რუსეთში სპორტი ჩაიკეტა და აუცილებლად რეგრესი ექნება. ფეხბურთში არც აქამდე ბრწყინავდნენ და ახლა ეზოს ფეხბურთის დონეზე დავლენ. ისე უქნიათ...
გიორგი
21 მარტი 2022 23:35
3
ხვიჩას არაფერი უთქვამს ზეწოლაზე, ტყუილად ცდილობენ რუსები ზეწოლის შეტენვას. მართალია რაც გუშინ ხვიჩას მიმართ ხდებოდა ზეწოლაზე მეტი იყო, მაგრამ იმდენად შეგნებული ადამიანია არასოდეს , არასოდეს იტყვის რუსულ პრესაში და არასდროს ჩააყენებს უხერხულში თავის ქვეყანას.
თვითონ რუბინის გვერდზე შევარდნენ ქართველები გინებით და აქედან დაასკვნეს რუსებმა ზეწოლა, ხვიჩას არაფერი მსგავსი არ უთქვამს.
ბებიის ასაკის ქალები რომ წყევლიდნენ და ბაბუის ხნის კაცები აგინებდნენ ამას როგორც დიდსულოვანი ადამიანი ისე გადაიტანს. სასწაული ბიჭია, ვხედავ ბევრი მაგინებელი უკვე ბოდიშს იხდის. ბევრს არაფერს ნიშნავს მაგრამ, მაინც კარგია.
!!
21 მარტი 2022 20:29
2
…გამოხტით ახლა მ(ვ)ითომ “ ჯიგრები’’ და დაიწყეთ ხვიჩაზე დაუმსახურებლად ქილიკი!!! ასეთი რა გეწყინათ , რომ დაიწერა აღარ დაბრუნდებაო!!! თურმე როგორ “ განიცდიდით” ქართველი ვარსკვლავის ბედს!!! რა ხალხი ხართ ასეთი, ოღონდ კაცს გადაუაროთ, სხვა არაფერი გაინტერესებთ !!! დომინოს მიაწექით ბოლომდე, მეტს ვერ ქაჩავთ!!!
დათო
21 მარტი 2022 20:05
1
ხვიᲩას გარდა რუსეᲗᲨი Ჩვენები არ ᲗამაᲨობენ Თუ რა არი ბოლო ბოლო,რა Შეეე..... ამ ბიᲭს რა დაგემარᲗად ზურიკო არის ტაბიᲫე არი რამდენი გინდაᲗ რა უბედურებად იქცა დაანებეᲗ ბიᲭს Თავი ᲗვიᲗონ გადაწყვიტავს ბიჯოოოოს.
გოᲩა
21 მარტი 2022 21:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული