სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთში აღარ დაბრუნდება?! - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა და "რუბინის" პრესსამსახური

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, "რუბინს" აღარ დაუბრუნდეს. Match TV-ის ინფორმაციით, ეს იმითაა განპირობებული, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ კლუბში ასპარეზობის გამო კვარაცხელიას ოჯახზე დიდი ზეწოლაა. 

ადგილობრივი "სპორტ-ექსპრესი" ქართველი ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის სამი ჩემოდნითაა და წერს - "კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიდის, მაგრამ რაღაც ბევრი ჩემოდანი მიაქვს... ეს "რუბინიდან" გაქცევაა?!"

რუსულ პრესაში ხვიჩას შესაძლო წასვლაზე "რუბინის" პრესსამსახურის განცხადებაც ვრცელდება:

"ხვიჩა ნაკრებში საასპარეზოდ გაემგზავრა. დაუბრუნდება თუ არა ის "რუბინს", ამას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ
გავიგებთ. მუქარა მისი ოჯახის მიმართ? ამაზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია..."

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადაბარგებაზე.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოლართი ჯიმა აშო,ვემუოჩანეო რუსეთის დო მუში პრემიერლიგას?
ბაჩი
21 მარტი 2022 19:09
1
ნეტა სიმართლე იყოს და ნაპოლიში წავიდეს. სულ დინ მარტინს ვიმღერებ.
ლომი
21 მარტი 2022 19:06
0
ხოო იმედია კვარაცხელიას ოჯახის გადასრჩენათ პუტინი სპეცოპერაციას არ დაიწყებს.D საიდან მოიტანეს რომ მის ოჯახზე ზეწოლაა, აზრების გამოთქმა თუნდაც კრიტიკულის როდის მერეა ზეწოლა?
ეეე
21 მარტი 2022 19:00
13
არც დაბრუნდება ! კვამლი უცეცხლოდ არ არსებიბს და მგონი რაღაცა შეთანხმებას მიაღწიეს ძმაკაცებმა ჯუღელმა და რუსტიკმა(როგორც ჯუღელი ეძახის იმ მაფიოზა საიმანოვს) რომ რაღაცა ფული მაინც დარჩეთ ხვიჩას გაყიდვით და ნაღდად დათანხმდებიან ნაპოლის შეთავაზებულ 15 ან 10 მილიონსაც კი ! და ხვიჩას ოჯახზე ვინც მუქარებს ახორციელებს გასაგებია ვინც არიან --ნაც აქტივისტები @ და მაგათ მალე მთელი საქართველო გასცემს პასუხს ისე რომ საქართველოში აღარ დაედგომებათ @@@
zura222
21 მარტი 2022 18:30
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული