ადგილობრივი "სპორტ-ექსპრესი" ქართველი ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის სამი ჩემოდნითაა და წერს - "კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიდის, მაგრამ რაღაც ბევრი ჩემოდანი მიაქვს... ეს "რუბინიდან" გაქცევაა?!"
რუსულ პრესაში ხვიჩას შესაძლო წასვლაზე "რუბინის" პრესსამსახურის განცხადებაც ვრცელდება:
"ხვიჩა ნაკრებში საასპარეზოდ გაემგზავრა. დაუბრუნდება თუ არა ის "რუბინს", ამას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადაბარგებაზე.
თვითონ რუბინის გვერდზე შევარდნენ ქართველები გინებით და აქედან დაასკვნეს რუსებმა ზეწოლა, ხვიჩას არაფერი მსგავსი არ უთქვამს.
ბებიის ასაკის ქალები რომ წყევლიდნენ და ბაბუის ხნის კაცები აგინებდნენ ამას როგორც დიდსულოვანი ადამიანი ისე გადაიტანს. სასწაული ბიჭია, ვხედავ ბევრი მაგინებელი უკვე ბოდიშს იხდის. ბევრს არაფერს ნიშნავს მაგრამ, მაინც კარგია.
რაც უფრო არ ეპასუხები უფრო მაღლა ხარ, ისინი კი კლავიატურასთან დამჯდარები საკუთარ ნეხვში იხრჩობიან.
ნაკრების თამაშები დამთავრდება და მერე გადაწყდება სად ითამაშებს. ალბათ გუნდი ნაპოვნია, თორე ასე ვერ გარისკავდნენ.
ამ საწყლებს უხარიათ, ჩვენ რომ ვაგინეთ მაგიტომ წამოვიდაო, ხვიჩას ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე კარგა ხანია აღარ უნდოდა მანდ თამაში.
გადაცემაც კი მიუძღვნეს ახლა ქართველებმა,თურმე რა მაგარია რომ მასზე ამხელა ბულინგი მიდის. თურმე მის თამაშზე რომ ხალხი ბილეთს ყიდულობს იმ ფულის პროცენტები რუსული არმიის იარაღში მიდის, რომლითაც ბავშვებს კლავენ. ტიპებმა მკვლელობაში დაადანაშაულეს ხვიჩა, რამხელა ბოროტებაა ვერც კი ვზომავ :(
მთელი საქართველო რომ რუსულ დენზე ზის და რუსულ პოდუქტს ყიდულობს, რუსულ ტაქსებს იყენებს და მედიკამენტებს იქნებ იმ ფულით ყიდულობენ რუსები არმიისთვის იარაღს, ყველა მკვლლები ვართ?
როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნიჭიერ ფეხბურთელს თან ასე პატარას გული გაუხეთქო ასეთი საშინელი, ბინძური ბრალდებებით...