კვარაცხელია ახლა "ნაპოლიში" ვერ გადავიდოდა - აი, ამის მარტივი მიზეზიც

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, სერია A-ს კლუბები ფიფას შესაძლებლობით არ ისარგებლებენ. კალჩოს გუნდების წარმომადგენლებს შორის ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ისინი კონკურენციის პირობებს არ დაარღვევენ და უკრაინიდან და რუსეთიდან ფეხბურთელებს არ დაიმატებენ. 

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, "ნაპოლიში" აღმოჩენილიყო. 

გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ჩვენებური ზურიკო დავითაშვილთან ერთად ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა, თუმცა ეს ამბავი ზღვისპირელებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. 

დღეს კი "რუბინმა" სოციალურ ქსელში ხვიჩას ფოტოშოპი გამოაქვეყნა, სადაც კვარაცხელიას ბანერი უჭირავს, მას კი აწერია
- "მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ".

alt"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ" - "რუბინი" ხვიჩაზე ფოტოშოპს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგან ამ ორ სანაკრებო თამაშებში ივარგოს გოლები გაიტანოს საგოლე პასები არიგოს და ისე წაიყვანენ , როგორც დაგიბარებიათ, ჯენტლმენური შეთანხმება არა კვახი.დდდ
რრრ
15:10 24-03-2022
1
ასე მგონია,ეგ შეთანხმება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე იმოქმედებს.ზაფხულში კი,თუ ფეხბურთელებს რუსული კლუბებიდან მთლიანად წამოსვლის უფლება მისცეს,ყველაფერი დასწრებაზე იქნება.ორი თვით ფეხბურთელის წაყვანა,სერიოზული გუნდებისათვის მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში,ასე ვთქვათ სამედიცინო ჯოკერის სახით თუ ისურვებდნენ,სხვა შემთხვევაში კი,არ უღირთ.
სოსო
16:18 24-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული