კვარაცხელია ახლა "ნაპოლიში" ვერ გადავიდოდა - აი, ამის მარტივი მიზეზიც

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, სერია A-ს კლუბები ფიფას შესაძლებლობით არ ისარგებლებენ. კალჩოს გუნდების წარმომადგენლებს შორის ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ისინი კონკურენციის პირობებს არ დაარღვევენ და უკრაინიდან და რუსეთიდან ფეხბურთელებს არ დაიმატებენ. 

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, "ნაპოლიში" აღმოჩენილიყო. 

გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ჩვენებური ზურიკო დავითაშვილთან ერთად ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა, თუმცა ეს ამბავი ზღვისპირელებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. 

დღეს კი "რუბინმა" სოციალურ ქსელში ხვიჩას ფოტოშოპი გამოაქვეყნა, სადაც კვარაცხელიას ბანერი უჭირავს, მას კი აწერია
- "მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ".

alt"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ" - "რუბინი" ხვიჩაზე ფოტოშოპს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხოდა "იჯემტლმენონ" და რომ ააწაპნიან გერმანულ-ესპანურ-ფრანგული გუნდები და არა მარტო ხვიჩას მერე წავიდნენ და ჩაეწერონ ოდესის "ჯენტლმენთა კლუბში" PPP
zura222
02:38 26-03-2022
0
აბსურდი იყო თავიდანვე ეგ სტატია 10 ტურით ადრე როცა ნაპოლი ჩემპიონობისთვის იბრძვის მთლად რონალდინო რომ იყო ძირითადში კი არა ზამენაზეც არ გაქვს შანსი,ლოგიკურად ვიმსჯელოდ და არა ემოციურად.. რაც შეეხება არველაძის სიტყვებს: მე წავიყვან მაგრამ მან არ წამოვა..
გავშიფროდ: შოთა ყოფილი სფფ პრეზიდენტის რეზის ძმაა ამას + ყველა ფეხბურთელი ჭ კლასია იქ და ხვიჩაში მაგხელა თანხას ვერ ჩადებს ჰალსიტი..
შავი კაცი
18:19 24-03-2022
0

სიახლეები პოპულარული