"პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს" - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში "რუბინის" მიერ გავრცელებულ ფოტოშოპს ეხმაურება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ბანერი უჭირავს, მასზე კი აწერია - "კმარა იმის წერა, რომ მე სადღაც მივდივარ".

"ფორმულას" ჟურნალისტი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირადად ის ნაკრების თამაშის დროს კვარაცხელიას დაუსტვენს.

"გითხარით, შიგნიდან ანგრევს-მეთქი "რუბინს" და არ გჯერათ. პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს", - წერს სანაია.

alt"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ" - "რუბინი" ხვიჩაზე ფოტოშოპს აქვეყნებს

alt"ვწუხვარ, რომ მას საქართველოში უწევს გაქცევა, სადაც წასვლა არ უნდა, საქართველოში ახლა ფეხბურთის

დონე ძალიან დაბალია" - კავაზაშვილი კვარაცხელიაზე

alt"გამორიცხავთ, რომ კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს "რუბინს?" - ვახო სანაია ხვიჩას კაპიტნობას ეხმაურება


მკითხველის კომენტარები / 66 /
შვიშტოკს მე მოგცემ
გიორგი
24 მარტი 2022 15:04
1
ვააქ, არ მეგონა ამან თუ სტვენა იცოდა
ალეკო
24 მარტი 2022 15:03
0
ამას ტრიბუნაზე, რომ დავინახავ, ეგრევე დავუსტვენ. შემომიერთდდებით ფანებო? ველი პასუხსს!
გიო
24 მარტი 2022 14:37
6
მე რომ დავინახავ ჩავუსტვენ იმ ფუტურო თავში !
zura222
26 მარტი 2022 02:54
0
ეს "ვითომ ჟურნალისტი" ყველგან, რომ ყოფს ცხვირსს. გიერთდებით. თემო.
გიო! არ დაგაღალატებთ.
24 მარტი 2022 16:08
1
ყველა გამოხმაურება
ვერ ვხვდები აზრს რატომ უნდა დაუსტვინოს? იმ პლაკატის გულისათვისა რატომ უნდა დაუსტვინოს? ჯერ ერთი, ეგ პლაკატი ადრე იყო გადაღებული და მე კარგად მახსოვს, უკრაინის ომი ჰორიზონტზეც არ იყო. მეორეც სანაიას გამოთქმა რომ თურმე ხვიჩა რუბინს შიგნიდან ანგრევს, ჩემში საერთოდ არანაირ პროტესტს არ იწვევს და პირიქით. თუმცა დარწმუნებული ვარ სანაია ამაშიც ცდება. როგორ წარმოუდგენია ერთმა ფეხბურთელმა გუნდი დაანგრიოს? და კიდევ მთავარი. სულ მკიდია რუბინიც და მთელი ტატარსტანიც, თავის რაშიიანათ. ხვიჩას ფრჩხილის ფასადაც არ მიღირს მთელი ეგ ტერიროტია. რა სჭირს მსოფლიოს, რა ყველას ერთნაირად მოუცურდა ამინდიანად? წარმატება ხვიჩას.
G.LA
24 მარტი 2022 14:34
1
რა ბოღმა ხარ ამისთანა,ამ ჟურნალისტებმა ხომ შეაჯავრეს ტელევიზორი საერთოდ ხალხს-ლანძღვა და გინება ისმის მხოლოდ.

ლექსო
24 მარტი 2022 14:27
3
გაგიმართლა სანაია! იმდენი ადამიანი გისტვენს, მაგრამ არ გესმის ეკრანს მიღმა.
izi
24 მარტი 2022 14:24
5
უცხოური კომპანიები, ვისაც რაიმე სახის საქონლის/მომსახურების კონტრაქტი ჰქონდა რუსებთან, როგორ გადიან? იძახიან, კონტრაქტი რომ დამთავრდება არ გავახანგრძლინებთო (განსხვავებით შესული ბიზნესებისგან, მაგალითად მაკდონალდსისგან, რომელსაც 1 დღეში შეუძლია გასვლა). იმის თქმა მინდა, რომ რადგან ხვიჩას კონტრაქტი აქვს, უეფას წესებს უნდა დაემორჩილოს და პირველი ლეგალური შესაძლებლობისთანავე უნდა წამოვიდეს. კონტრაქტის დარღვევისთვის რომ დისკვალიფიკაცია მიიღოს მერე სანაიას სტვენა და ჟიჟილაშვილის გალობა უშველის? :)
123
24 მარტი 2022 14:05
7
ტელევიზორთან უსტვინე რამდენიც გინდა არ არის პრობლემა.. ისედაც ყოველდღე გვესმის შენი სტვენა..
აკო
24 მარტი 2022 13:45
12
ძალიან ჭკვიანი ჟურნალისტია და დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ ასე უაზროდ რატომ ისვრის სიტყვებს ვერ ვხვდები. ხომ შეიძლება გაერკვეს ჯერ სიტუაციაში და რეალობაში.
რომ დაუსტვენ რა? ფსიქოლოგიურად დაითრგუნოს, ვერ ითამაშოს და შენ ეს გაგიხარდება? რატომ ხართ ასეთი ზიზღით სავსეები?
ესპანეთთან რომ გაიტანა და აქებდი , მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?
რატომ მიდის მიზანმიმართული გაშავება ამ ბიჭის?
ხალხო წლებია ძლივს ერთი ტალანტი გამოგვერია, ვისი თამაშიც გვსიამოვნებს და დაანებეთ თავი გთხოვთ გთხოოოვთ!!!
მეც ოპოზიციას ვეკუთვნი და ანტირუსეთუმე ლიბერალი ვარ, როგორც თქვებ უწოდებთ/გვიწოდებთ, მაგრამ ეს ბიჭი არაფერ შუაში არაა და ნუ ერჩით, ნუ ეგებით რუსულ პროვოკაციაზე. რუსეთს უნდა უფრო მეტად შეგვაძულოს ეგ ბიჭი და მერე თავად ეუბნება შენს ქვეყანაში საფრთხე გემუქრება და ჩვენ დაგიცავთო :(
გათვლილი აქვთ ყველაფერი.
გაიგეთ ზუსტად ეს უნდათ რუსებს როგორც თქვენ იქცევით და იმიტომ აკეთებს, რომ ასე მოიქცეთ. ზუსტად იცის ყველა რუსულმა გვერდმა, რის მერე რას მოიმოქმედებთ და სპეციალურად გიგდებთ ამ ანკესს.
მეტი როგორ დავწერო რომ გაიგოთ.
მეტირება უკვე!
!!
24 მარტი 2022 13:38
28
ვაიმე რაღა გვეშველება ან ჩვენ ფანებს, ან კიდევ ხვიჩას თუ შენ დაუსტვენ?
უპრუწუწუნ, ვახოიას!
24 მარტი 2022 13:34
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული