კვარაცხელიას იტალიური მედია არ ასვენებს - ზაფხულში "მილანს" უკავშირებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო შეხვედრებისთვის ემზადება. მის ირგვლივ ახლა ბევრი საუბარია, თუმცა კარგია, რომ "კვარაზე" ყველაფერი ეს ნეგატიურად არ მოქმედებს. მშვენიერია, რომ ხვიჩამ რუსეთიდან წამოსვლის (30 ივნისამდე) უფლება გამოიყენა და ამ ეტაპზე, ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. მთავარია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა ევროპის რომელიმე ტოპ-ლიგაში ვიხილოთ. ამ მიმართულებით იტალიური მედია განსაკუთრებით აქტიურობს.

PianetaMilan-ის მიხედვით, "მილანს" ფლანგების გაძლიერება აუცილებლად სჭირდება და მოსალოდნელია, რომ "როსონერი" ახალ გარემარბს გადაიბირებს. მით უმეტეს, თუკი ისინი მომავალ ზაფხულს ანტე რებიჩს დაემშვიდობებიან. გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს კარგად
მოერგება - ქართველ ფეხბურთელს კი მილანელთა ხელმძღვანელობა უკვე 1 წელია, აკვირდება:

"კვარაცხელიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ამ ქვეყანასა და უკრაინას შორის არსებული ვითარების გამო ამჟამად იჯარით ქართულ ბათუმის "დინამოშია". გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო 21 წლის ფეხბურთელს შეუძლია, ზაფხულში ყაზანური კლუბი 15 მილიონ ევროდ დატოვოს.

ნიჭიერ ქართველს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს."

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 2 აპრილს, კვარაცხელიას "დინამო" ბათუმში "თელავს" უმასპინძლებს, 30 ივნისამდე კი 15 შეხვედრაში მონაწილეობა შეეძლება.

altკვარაცხელიას რუსეთში ზოგი გამოეტირა, ზოგი კი...

altკვარაცხელიამ "რუბინთან" ხელშეკრულება შეაჩერა

altოფიციალურად - ხვიჩა ბათუმის "დინამოში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი აზრით არჩევანი თუ ექნება რომელიმე გერმანულ კლუბი საუკეთესო ვარიანტია..
solomoni
28 მარტი 2022 00:58
0
კვარაცხელიას იტალიური მედია არ ასვენებს და ვახო სანაიას კიდე გამჩენი!
Vasili
25 მარტი 2022 20:57
1
რამდენი კომენტარი არ გამომიქვეყნეს, არც კი მახსოვს. (ყოველ მხრივ კორექტული). საერთოდ რა საჭიროა ეს შერჩევითობა?! პუტინის რუსეთში ვართ? დაამატეთ რამდენიმე უხამსი სიტყვა, რომლებსაც სისტემა ავტომატურად დაბლოკავს და სხვა ყველა აზრი, რომელიც კულტურულად იქნება ჩამოყალიბები, დაუშვით საიტზე ავტომატურად. არ ჯობია?!
Modric
25 მარტი 2022 20:22
0
მართლა ნუ იცით კომენტარების დაბლოკვები ვითომ ჯურნალისტებო
თემო
25 მარტი 2022 19:47
0
კომენტარებს ნუ ბლოკავთ, ნუ ბლოკავთ, ნუ ბლოკავთ, თქვენ ხო თავისუფლების ცენტრი ხართ ვითომ.
ganatlebis centri
25 მარტი 2022 19:26
0
მეც მიბლოკავენ. არადა ცენზურას ვიცავ
ხომ ერა
25 მარტი 2022 20:10
0
ახლა მილანი,მერე ნაპოლი,იუვენტუსი,ტოტენჰემი და ასე შემდეგ, დაღალეს კვარაცხელია თუ რუსეთში ასევე საქართველოში ამდენი ჭორებით,მიეცით ამ ბიჭს ნორმალური მუშაობის საშუალება.
qomagebi
25 მარტი 2022 18:40
0
იმედია კარიერის დასაწყისშივე არ ჩაგიკლავენ ფეხბურთის თამაშის სურვილს ჰეითერები...
.
25 მარტი 2022 17:38
0
დედა არ დაიფიცო)) ეგეც წნორის მილაანი არ იყოს, ბათუმივით.
აბა რაა
25 მარტი 2022 16:04
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული