"ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე... რუსეთში, რომ დარჩენილიყო..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლას ეხმაურება და წერს:

"ხვიჩა კვარაცხელიაზე უნდა დავწერო.

ბევრს ადამიანს დასწყვიტა გული ჩემმა სტატუსმა. ბევრმა მომწერა კიდეც. მეც, როგორც ბევრმა სხვამ, გულშემატკივრის პოზიციიდან დავწერეთ ჩვენი გულისწყრომა, რადგან არ გვინდოდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი უკრაინაში ამ საშინელი ომის ფონზე რუსულ კლუბში დარჩენილიყო.

რადგან დადასტურდა, რომ რუბინი დატოვა და ბათუმში გააგრძელებს კარიერას, პირადად მე ძალიან გამიხარდა და დარწმუნებული ვარ, ყველას, ვინც კროტიკულად იყო განწყობილი. რუსეთში რომ დარჩენილიყო, ნამდვილად ვერ ვუგულშემატკივრებდი საქართველოს ნაკრებში. ვფიქრობ,
დააგვიანა წამოსვლა და ამის გაკეთება უფრო მკაფიოდაც შეიძლებოდა, როგორც არაერთმა სპორტსმენმა გააკეთა. მაგრამ მთავარია, წამოვიდა.

სხვა დანარჩენს ახლა აღარ მივანიჭებ მნიშვნელობას. ისე, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც, მანამდე უნდა გადასულიყო რომელიმე ევროპულ გუნდში, დასაწყისისთვის თუნდაც საშუალო დონის კლუბში.

დავუბრუნდები რუსეთსა და სპორტს - თავის დროზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანზე იგივე დამოკიდებულება მქონდა და ახლა უკვე თავადაც აღიარა, რომ საერთოდ არ უნდა გადასულიყო რუსეთის არმიელთა კლუბში.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ ბათუმის დინამოს მიმართ დიდი პატივისცემისა, ცხადია, კვარაცხელიასთვის დროებითი კლუბი უნდა იყოს და კარიერა ევროპაში გააგრძელოს.

დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელია, როგორც საქართველოს პატრიოტი, ისევ გაგვახარებს თავისი გოლებით.

წარმატებას ვუსურვებ და ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე. გული რომ არ შეგვტკიოდეს, არც არაფერს დავწერდით კრიტიკულს.

ერთი სიტყვით, წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ყოველთვის გავამხნევებთ", - წერს სანაია. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სანაიამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წერდა, რომ საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას, კვარაცხელიას დაუსტვენდა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
შენც ნუ გწყინს, მთელი საქართველო რომ გაგინებს უწყვეტ რეჟიმში. თან არც არავის მოწყინდება შენი და შენიანების მოკითხვა, სანამ სუნთქავ.
დ.დ.
19:13 30-03-2022
20
ოხ, ეს მავნებელი..
მამუკა
15:36 30-03-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული