"ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე... რუსეთში, რომ დარჩენილიყო..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლას ეხმაურება და წერს:

"ხვიჩა კვარაცხელიაზე უნდა დავწერო.

ბევრს ადამიანს დასწყვიტა გული ჩემმა სტატუსმა. ბევრმა მომწერა კიდეც. მეც, როგორც ბევრმა სხვამ, გულშემატკივრის პოზიციიდან დავწერეთ ჩვენი გულისწყრომა, რადგან არ გვინდოდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი უკრაინაში ამ საშინელი ომის ფონზე რუსულ კლუბში დარჩენილიყო.

რადგან დადასტურდა, რომ რუბინი დატოვა და ბათუმში გააგრძელებს კარიერას, პირადად მე ძალიან გამიხარდა და დარწმუნებული ვარ, ყველას, ვინც კროტიკულად იყო განწყობილი. რუსეთში რომ დარჩენილიყო, ნამდვილად ვერ ვუგულშემატკივრებდი საქართველოს ნაკრებში. ვფიქრობ,
დააგვიანა წამოსვლა და ამის გაკეთება უფრო მკაფიოდაც შეიძლებოდა, როგორც არაერთმა სპორტსმენმა გააკეთა. მაგრამ მთავარია, წამოვიდა.

სხვა დანარჩენს ახლა აღარ მივანიჭებ მნიშვნელობას. ისე, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც, მანამდე უნდა გადასულიყო რომელიმე ევროპულ გუნდში, დასაწყისისთვის თუნდაც საშუალო დონის კლუბში.

დავუბრუნდები რუსეთსა და სპორტს - თავის დროზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანზე იგივე დამოკიდებულება მქონდა და ახლა უკვე თავადაც აღიარა, რომ საერთოდ არ უნდა გადასულიყო რუსეთის არმიელთა კლუბში.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ ბათუმის დინამოს მიმართ დიდი პატივისცემისა, ცხადია, კვარაცხელიასთვის დროებითი კლუბი უნდა იყოს და კარიერა ევროპაში გააგრძელოს.

დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელია, როგორც საქართველოს პატრიოტი, ისევ გაგვახარებს თავისი გოლებით.

წარმატებას ვუსურვებ და ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე. გული რომ არ შეგვტკიოდეს, არც არაფერს დავწერდით კრიტიკულს.

ერთი სიტყვით, წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ყოველთვის გავამხნევებთ", - წერს სანაია. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სანაიამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წერდა, რომ საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას, კვარაცხელიას დაუსტვენდა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ვახო კარგად თუ დაუსტვენ ხელფასს გაგიზრდიან.
ტრისტან
01 აპრილი 2022 08:22
0
ვახო რუსულ გემს მიყევი რა!
levani
31 მარტი 2022 15:03
1
მგონი მიუხედავად იმისა, რომ ეკრანს ხარ ამოფარებული და დიდგულზეც მაგიტომ ხარ სტვენის ხმა მკაფიოდ გაიგონე. თუ ყურადღებით იქნები სხვა დროსაც ბევრჯერ გაიგონებ მსგავს ხმებს.
izi
31 მარტი 2022 10:24
3
ვახო, მოდი რა ერთ ადგილს ნუ ათამაშებ. მიხედე შენ საქმეს. გამომიხვედი დიდი პატრიოტი. შენ მართლა გგონია, რომ ვინმეს შენი აზრი აინტერებს?
giorgi
31 მარტი 2022 09:13
2
მე ისე ვხვდები, რომ ვახოს არმოსწონს მისი წინა პოსტი, ამ სისულეებით ხვიძაზე. მგონი დროა დავაფასოთ მისი გადაფასება. ყოჩაღ ვახო ...
123
30 მარტი 2022 19:48
39
შენც ნუ გწყინს, მთელი საქართველო რომ გაგინებს უწყვეტ რეჟიმში. თან არც არავის მოწყინდება შენი და შენიანების მოკითხვა, სანამ სუნთქავ.
დ.დ.
30 მარტი 2022 19:13
20
ალიხან, სენი წილიმე ლა? მათლა?
კნოევსს
31 მარტი 2022 11:10
0
მოჩვენებითმა ქართველებმა ( სუფრასთან მ გულზე მჯიღის დამრტყმელებმა ) ცივი წყალი დალიონ რუსეთში , ვახო, ვისაც სიმართლე გულს უგმირავს.
ასმათი
31 მარტი 2022 05:11
13
ყველა გამოხმაურება
ვახო დაახვიე რა
კახა
30 მარტი 2022 19:07
8
ამას ცოლი როგორ უძლებს, თუმცა გაუძლო რო.
ამო
30 მარტი 2022 19:00
5
კატეგორიულად ვემიჯნები იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს გაკრიტიკების უფლება არ უნდა გვქონდეს და ავტორიტეტები შევიქმნათ. თავისუფალი მაშინ ხარ, როცა ყველაფრის უფლება გაქვს მაგრამ საკუთარი სინდისი არ გაძლევს ნებას ვინმეს ცილი დასწამო და უსამართლოდ ლანძღო. ჩვენ გვაქვს უფლება გავაკრიტკოთ ფეხბურთელი რუსეთში თამაშის გამო, თუმცა ამავდროულად სინდისმა უნდა გვითხრას რა გავაკეთეთ იმისთვის რომ ამ ქვეყანაში სპორტი ისეთ დონეზე მაინც ყოფილიყო, რომ აქ გაზრდილი ნიჭიერი ბავშვებით ევროპული გუნდები დაინტერესებულიყვნენ, რუსეთის გვერდის ავლით.
სინდისმა ისიც უნდა გითხრას, რამდენი შრომა ჩადო სპორტსმენმა თავის საქმეში და საქართველოსთვის რომ აკეთებს და შრომობს მინიმუმ მოღალატე არ უნდა უწოდო. ეს ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა იმაზე, საზოგადოება რას აგიკრძალავს და რას არა.
!!
30 მარტი 2022 18:29
3
ეს ჩინური გვარამია ნახე რა:)) ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო, ამაზეა ნათქვამი:)) ჩამოყალიბდი ვახტანგ:))
ბექა
30 მარტი 2022 18:13
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული