მატჩის დღე! იქნებ "ჰამბურგი" კრიზისიდან "ჩაკვემ" გამოიყვანოს...

AutoSharing Option
დღეს, 5 აპრილს, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში გადადებული მატჩი გაიმართება - გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგი" "აუეს" მიიღებს. ქართველ ნახევარმცველს სასტარტო შემადგენლობაში ველით.

ხსენებული დაპირისპირება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო გადაიდო. მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძემ გასულ ტურში ახალი კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა, მის გუნდს კი მძიმე პერიოდი აქვს - ჩემპიონატში უკანასკნელად 12 თებერვალს გაიმარჯვა და მე-7 ადგილს იკავებს.

თუკი ჰამბურგელებს ბუნდესლიგაზე ოცნების შეწყვეტა არ სურთ, მაშინ ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ - ისინი საპლეიოფო ზონას 9 ქულით ჩამორჩებიან. ფაქტია, რომ გუნდის ლიდერ სონი კიტელზე საკმაოდ
ბევრია დამოკიდებული. მიმდინარე სეზონში 7 გოლისა და 10 შედეგიანი პასის ავტორს 19 თებერვლის შემდეგ არ გაუტანია. იქნებ ლიდერობა ახლა "ჩაკვემ" იკისროს...

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

altჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" დარჩენა უნდა

altჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" სადებიუტო ბურთი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომღაც მგონია სანიოლს ჩაკვე აღარ ჭირდება, უბრალოდ პირდაპირ ვერ ამბობს. როგორც ჩანს სხვაგან გარდა მარცხენა ფლანგისა ვერ წარმოუდგენია იქ კი ხვიჩა უალტერნატივოა, არადა ღირდა ემუშავა ჩაკვეს პლეიმეიკერად გადაკეტება, თუმცა ეს არ გააკეთა სანიოლმა.
რრრ
18:02 05-04-2022
3
უნდა მოუმატოს! მას ხომ პოტენციალი აქვს...პირობები ალბათ საუკეთესოა. ეს ხომ გერმანიაა. საერთოდ მიკვირს, ამ ტრადიციების მქონე გუნდს უკეთესი ფეხბურთელები უნდა ჰყავდეს. ყველა თამაშს ვუყურე და ვერ მოვიხიბლე, თუმცა ჩვენთვის მთავარია ჩაკვე, ივნისისთვის მაქსიმალურად მზად გვჭირდება...
merabi-1960
17:04 05-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული