ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" დარჩენა უნდა

AutoSharing Option
Hamburger Abendblatt-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" დარჩენა სურს და გერმანული კლუბი ამ ვარიანტს განიხილავს.

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დიდხანს დარჩენა მინდა. ვნახოთ, რა გველის ჩვენ მომავალში", - ციტირებს ჩაკვეტაძეს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქართველმა თავი კარგად წარმოაჩინა.

ჩაკვეტაძე "გენტს" "ჰამბურგში" იჯარის წესით ზაფხულამდე ჰყავს გაშვებული და გერმანული მედიის მტკიცებით, მისი ბელგიურ კლუბთან 2023 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გამოსყიდვა HSV-ს მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება.

ჩაკვეტაძემ გუშინ "პადერბორნთან" მატჩში გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 1:2 დამარცხდა და ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი თითქმის
აღარ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იდეალურ პოზიციაში ნამდვილად არ არის HSV,მაგრამ შანსი ჯერ კიდევ არის, 1 თამაშით ნაკლები აქვს, აუესთან არის ჩასატარებელი,რომელიც უკვე ფაქტობრივად გავარდა,და მხოლოდ 5-6 ქულაში იქნება გადმოსასვლელი ზონიდან, ასევე ინგოლშტადთან დარჩა თამაში,რომელიც ასევე ფაქტობრივად გავარდა, ამასგარდა ფაქტობრივად ყველა მისი მეტოქე შედარებით სუსტი გუნდები არიან, დანარჩენი გუნდების კალენდარს თუ გადახედავთ ძალიან ხშირია გადმომსვლელების ერთმანეთთან დაპირისპირებები,მთავარია მოგებები დაიწყონ და წესით დაიწყებენ კიდეც,არ შეიძლება ესე გაგრძელდეს სულ,აუცილებლად მოიგებენ თამაშებს
საქართველო
22:40 03-04-2022
0
მგონია რომ, ჩაკვე ჰამბურგში უფრო ათამაშდება ის ხომ თითქმის ახლად იწყებს ფეხბურთის თამაშს
ერთი ორი წელი და ჩაკვემ უნდა უმაღლეს დონეებს მიაღწიოს
თენგო
19:44 03-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული